ქუთაისის მერიაში „ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის მერიაში „ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაა, რომლის მიზანია სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, თვითშემოწმებისა და სასკრინინგო კვლევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ვარლამ გობეჯიშვილი იმ ბენეფიციარებს შეხვდნენ, რომლებიც მუნიციპალიტეტის ჰერცეპტინის სოციალური პროგრამით სარგებლობენ.

„ცნობიერების ამაღლების კამპანია ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ადამიანებს ეხმარება, დაავადებაზე მეტი დეტალი გაიგონ და ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ. მნიშვნელოვანია, რომ არ დაგვავიწყდეს ის ადამიანები, ვინც უკვე დაამარცხა ან ახლა ებრძვის ამ დაავადებას და მათი გამოცდილება სხვებს გავუზიაროთ, რათა ნაადრევი პრევენცია განხორციელდეს,“ - განაცხადა თამარ დახუნდარიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა