სრულიად ახალი კონა უკვე ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმშია

6-წლიანი წარმატებული პერიოდის შემდეგ ჰიუნდაიმ თავისი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელის-ჰიუნდაი კონას მეორე თაობა გამოუშვა. განახლებული KONA უფრო დიდი გაბარიტებით, თამამი სტილით, დინამიკურობითა და მძღოლზე ორიენტირებული ინტერიერით გამოირჩევა.

ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმშიკონა ჰიბრიდული, 1,6 ლიტრი მოცულობის ძრავით, წინაწამყვიანთვლიანი (4X2) ვერსიით არის წარმოდგენილი. გარანტია ჰიბრიდული სისტემის ელემენტებზე 7-წლიან 150 000 კმ-ია. ავტომობილის გამოცდა შეგიძლიათ ტესტ-დრაივზეც, ამისთვის ეწვიეთ ბმულს. ან დარეკეთ ნომერზე: *7799

სხვა ავტომობილებისგან განსხვავებით, რომლებსაც ძრავის რამდენიმე ვერსია აქვთ, KONA-მ პირველი ნაბიჯები EV(ელექტრო) ვარიანტის შექმნით გადადგა და შემდეგ მისი ადაპტაცია დანარჩენ მოდელებში განახორციელა. ამ არატრადიციულმა მიდგომამ ჰიუნდაის საშუალება მისცა, KONA-ს ყველა ვერსიისთვის ტექნოლოგიებზე ორიენტირებული დიზაინური გადაწყვეტა მიესადაგებინა, რომლის გამომხატველი ერთ-ერთი მთავარი შტრიხი აუამრავი პიქსელისგან შემდგარი ჰორიზონტალური განათება.

კონას დინამიკური სტილი ხაზგასმულია გამოკვეთილი ბორბლის თაღით, რომელიც აერთიანებს ფარებსდა კიდევ უფრო აძლიერებს მანქანის სიმყარეს. მკვეთრი დიაგონალური გვერდები ქრომირებულ მოლდინგებს ერთმანეთთან აკავშირებს და შესანიშნავ კონტურს ქმნის. უკანა პანელი კი წინა ნაწილის მსგავსად, აღჭურვილია ჰორიზონტალური ნათურით.

ახალი კონა კიდევ უფრო ტევადი გახდა. პროგრესი შეეხო არამარტო სალონის სივრცეს, არამედ გაუმჯობესდა გამოყენებული მასალების ხარისხიც.

პირველი, რასაც ახალ ავტომობილში მოთავსებისთანავე შეამჩნევთ, კიდევ უფრო მოხდენილი და მაღალხარისხიანი მასალებით შესრულებული კოკპიტია - ორი ინტეგრირებული 12,3-დიუმიანი სენსორული მონიტორითა და ციფრული მაჩვენებლების დაფით. ახალი ეკრანები არა მარტო მაღალი გარჩევადობით დასაუკეთესო გამოსახულებით გამოირჩევიან, არამედ მათი მოხმარებაც უმარტივესია: დიდი ზომის გამოსახულებები და პიქტოგრამები, მენიუს ყველასათვის მარტივად გასაგები და აღსაქმელი სტრუქტურა.

ინტერიერი ასევე აღჭურვილია:

  • Bose-ს პრემიუმ აუდიო სისტემით
  • Android Auto და Apple Car Play-ს ფუნქციებით
  • მძღოლისა და მგზავრის პრემიუმ სარელაქსაციო სავარძლებით
  • USB-C და უკაბელო დამტენებით
  • 2 ზონიანი კლიმატკონტროლით
  • გაორთქლვის საწინააღმდეგო ავტომატური სისტემით
  • 4 კამერით წრიული ხედვისთვის
  • ნავიგაციით (ინტეგრირებული საქართველოს რუქით)
  • 112-ის ღილაკით
  • ტელემატიკური სისტემა BLUELINK-ით

Blueblink საქართველოში პირველად იქნება ხელმისაწვდომი. სისტემა მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ავტომობილის ფუნქციები სმარტფონით აკონტროლონ.

ავტომობილში გაიზარდა ავტომობილის საბარგულის მოცულობაც, რომელიც 466 ლიტრს შეადგენს, უკანა სავარძლის საზურგეების გადაწევის შემთხვევაში კი ჯამში, საბარგულის მოცულობის გაზრდა 1300 ლიტრამდე შეიძლება.

კონაში ინტეგრირებულია Hyundai-ს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა SmartSense-ი. მრავალი სენსორისა და კამერის დახმარებით ავტომობილი მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი და თქვენ ირგვლივ მყოფთა უსაფრთხოებაზე.

SmartSense-ის რამდენიმე ფუნქცია:

  • ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება შეჯახების თავიდან ასაცილებლად;
  • უხილავი ზონიდან ავტომობილის მოახლოების სენსორი;
  • უხილავი ზონის პროექციასაინფორმაციოდაფაზე;
  • დისტანციური პარკირების დამხმარე სისტემა;
  • ადაპტირებადი კრუიზკონტროლი;
  • ზოლში მოძრაობის და შენარჩუნების დამხმარე სისტემა;

ახალი კონას ჰიბრიდული ვერსიების დაჯავშნა/შეძენა უკვე შესაძლებელია. ანგარიშსწორება კი შეგიძლიათ როგორც ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე და სასესხო პროდუქტების გამოყენებით.

„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათაო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტს მოიცავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის #204-ში მდებარეობს.

დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ ან ფეისბუქ გვერდებს: hyundai.ge, https://www.facebook.com/hyundai.ge

(R)

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე