დავით ქართველიშვილი - დღეს ირაკლი ღარიბაშვილის რანგის პოლიტიკოსს რეგიონალური მშვიდობისმყოფელის როლში უფრო მეტი რესურსი და წარმატების შესაძლებლობა გააჩნია, ვიდრე თუნდაც ენტონი ბლინკენს

ფაქტი ჯიუტია - ბლინკენის დაანონსებული ომი, ირაკლი ღარიბაშვილმა თავის მეგობრებთან, კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად გააუქმა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ ენტონი ბლინკენმა თავის ახლო გარემოცვას უახლოეს პერიოდში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის დაწყება დაუანონსა, თუმცა მისი წინასწარმეტყველება არ გამართლდა და ახლა თბილისში მიმდინარე ფორუმში სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები ერთად მონაწილეობენ.

„28 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დემოკრატიული პარტიის რჩეულ წევრებს აცნობა, რომ რამდენიმე კვირაში სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი დაიწყება. 8 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით ჩამოსულ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბრიფინგზე წამოჭრილ თემებს შორის "მილიტარისტული" რიტორიკის მსგავსი ვერაფერი შევამჩნიეთ.

ამასობაში ეს რამდენიმე კვირაც გავიდა. ბლინკენის "წინასწარმეტყველება" უფრო გრძელვადიან პერიოდზე რომ ყოფილიყო გათვლილი, ის "რამდენიმე თვეში" ფორმულას გამოიყენებდა. მის მიერ სამხრეთ კავკასიაში ომის დასაწყებად განკუთვნილი დრო ამოიწურა და თბილისში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გვერდიგვერდ არშემდგარი "ომით" დაპირისპირებული ორი ქვეყნის ლიდერი - სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები აღმოჩნდნენ. საუბარი რა თქმა უნდა, მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და საერთო ეკონომიკურ პროექტებში ჩართვაზე მიმდინარეობდა.

ეს კი უკვე ტენდენციაა. ამერიკის, როგორ მსოფლიოში განვითარებული თუ სამომავლოდ განსავითარებელი მოვლენების ერთპიროვნული "დირიჟორის" ფუნქციაში, მის "მატრიცაში", სერიოზული და უკვე მერამდენედ დაფიქსირებული ხარვეზი გამოვლინდა. მათ დაგეგმილზე და დაკრულზე უკვე არა მხოლოდ ჩინეთის მასშტაბის, არამედ საქართველოს, სომხეთისა თუ აზერბაიჯანის დონის ქვეყნებს აღარ უნდათ რომ „იცეკვონ“.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილის რანგის პოლიტიკოსს რეგიონული მშვიდობისმყოფელის როლში უფრო მეტი რესურსი და წარმატების შესაძლებლობა გააჩნია, ვიდრე თუნდაც ენტონი ბლინკენს, რომელიც ანალოგიურ როლში გვევლინება დღეს ახლო აღმოსავლეთში. ფაქტი ჯიუტია - ბლინკენის დაანონსებული ომი, ირაკლი ღარიბაშვილმა თავის მეგობრებთან, კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად გააუქმა.

ვნახოთ, რას იზამს ბლინკენი ისრაელ-პალესტინაში. ყოველ შემთხვევაში, გვინდა მას წარმატებები ვუსურვოთ,“ - წერს დავით ქართველიშვილი, რომლის განცხადებასაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის