შალვა პაპუაშვილი ტუვალუს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტუვალუს პარლამენტის თავმჯდომარე სამუელუ ტეოს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ტუვალუს მხარეს მადლობა გადაუხადა ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან გაწვევისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ღირებულებების შესაბამისად.

შალვა პაპუაშვილმა ტუვალუს სპიკერს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და ოკუპაციის შედეგები გააცნო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ტუვალუ გაეროში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერას განაგრძობს.

მხარეებმა ასევე საქართველოს და ტუვალუს შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული ინიციატივების გზით, პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა