რუსთავში, ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობა გაიმართა ნიჩბოსნობაში

რუსთავის ცენტრალურ პარკში, ნიჩბოსნობის აკადემიის ბაზაზე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობა ჩატარდა. ტურნირი, პარკის ტერიტორიაზე არსებულ ტბაზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას, ქართველი და სომხეთიდან ჩამოსული სპორტსმენები იღებდნენ.

რუსთავის მერიის ცნობით, ტურნირს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთაც სხვადასხვა კატეგორიებში გამარჯვებულებს მედლები, თასები და სიგელები გადასცეს.

,,რუსთავის უნიკალური პარკი და ნიჩბოსნობის აკადემია, რომელიც სულ ახლახან გაიხსნა, გაგრძელებაა იმ დიდი ტრადიციების, რომელიც რუსთავს აქვს სპორტის ამ სახეობაში და მე მიხარია, რომ ეს ტრადიცია გრძელდება ჩვენს ქალაქში. დღეს ძალიან ლამაზი სანახაობა იყო და რაც ყველაზე მთავარია, დღევანდელმა ტურნირმა ძალიან ბევრი ადამიანი გააერთიანა. ნიჩბოსნობის სკოლა და ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ტურნირი, არის ახალი შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი სპორტის ამ სახეობის განვითარებას და პოპულარიზაციას ახალგაზრდებში“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავში, ნიჩბოსნობას საფუძველი ალექსანდრე წივწივაძემ, გასული საუკუნის სამოციან წლებში ჩაუყარა და სპორტის ამ სახეობის განვითარებაში, უდიდესი წვლილი სწორედ მან შეიტანა.

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობას ქალაქი წელს უკვე მეორედ მასპინძლობს.

,,ტურნირში 150 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, ასევე სომხეთიდან. ძალიან დაძაბული და საინტერესო სანახაობა გამოვიდა. ბავშვებმა სხვადასხვა სახეობებში აიღეს მედლები, გამარჯვებულს ასევე გადაეცა ალექსანდრე წივწივაძის სახელობის თასი. ღია პირველობას უკვე ტრადიციული სახე მიეცა და მომავალში უფრო მასშტაბური შეჯიბრების მოწყობას ვგეგმავთ“, - განაცხადა მსოფლიოს და ევროპის ორგზის ჩემპიონმა ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძემ.

ტურნირში მონაწილეობა 2003-2005, 2006-2007, 2008-2009 წლებში დაბადებულმა ვაჟებმა და გოგონებმა მიიღეს. ახალგაზრდა სპორტსმენებმა 200 და 500 მეტრიანი დისტანციები გაცურეს.

,,თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიჩბოსნობა, დღეს ასოცირდება ქალაქ რუსთავთან. ჩვენ გვაქვს უნიკალური პაკი ტბით და ნიჩბოსნობის აკადემიით.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქ რუსთავის მერიასა და საზოგადოება ,,რუსთაველებს“, სწორედ მათი დახმარებით გაჩნდა რუსთავში სპორტსმენებისთვის ახალი შესაძლებლობები. ჩვენ ასევე გვყავს მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძე, ჩვენს ქალაქში ნიჩბოსნობის განვითარებაში დიდი წვლილი, სწორედ მისმა ბაბუამ - ალექსანდრე წივწივაძემ შეიტანა, რომლის სახელობის ტურნირი წელს უკვე მეორედ გაიმართა“, - განაცხადა სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დემეტრაშვილმა.

ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობა ნიჩბოსნობაში, რუსთავის მერიის, სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის და რუსთავის ნიჩბოსნობის აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა