ევროკავშირი მედიაწიგნიერებისთვის: აძვის საჯარო სკოლის მოსწავლეები UNESCO-ს გლობალური მედიაწიგნიერების კვირეულს შეურთდნენ

UNESCO-ს გლობალური მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში მედიის განვითარების ფონდმა (MDF) სოფელ აძვის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების ტრენინგი გამართა. სკოლას, რომელიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზთან მდებარეობს, MDF-ის გუნდთან ერთად ევროკავშირის ელჩის მოადგილე ასუნსიონ სანჩეს რუისი და დოიჩე ველე აკადემიის წარმომადგენელი ნინო გოგოლაშვილი ესტუმრნენ. მათ ტრენინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და მედიაწიგნიერების პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„დღევანდელ ტრენინგში მონაწილეობით, ვუერთდებით იუნესკოს მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს, რომელიც მთელ მსოფლიოში აღინიშნება. დეზინფორმაციასთან ბრძოლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლად თემში, მათ შორის აქ, სოფელ აძვში, რომელიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლიდან რამდენი მეტრში მდებარეობს. ჩვენ ყველას გვაქვს საზიარო პასუხისმგებლობა, რათა არ მოვტყუვდეთ და არ გავავრცელოთ არასწორი ინფორმაცია, განსაკუთრებით სოციალური ქსელით, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ როდესაც დღეს სახლში მიხვალთ, თქვენს და-ძმას, მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებსაც გაუზიარებთ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას“, - ამბობს ასუნსიონ სანჩეს რუისი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე.

MDF-ის მედიაწიგნიერების ტრენინგი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის - “ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის”- ფარგლებში დოიჩე ველე აკადემიასთან პარტნიორობით გაიმართა, ახალგაზრდებს ყალბი ინფორმაციისა და ვიზუალის გადამოწმების, წყაროების კრიტიკული ანალიზის უნარებს უვითარებს.

“ვისწავლე ის ხერხები, თუ როგორ ამოვიცნოთ ფოტოკოლაჟი, როგორ გავარკვიოთ ტერიტორიის ადგილმდებარეობა და გავარკვიოთ, თუ როგორ იცვლიდა ეს ადგილი სახეს დროში… ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, რომ ნებისმიერ ინფორმაციას, სანამ დაიჯერებენ, გადაამოწმონ ყველა საიმედო წყაროში და შემდეგ დაიჯერონ,” - ამბობს მედიაწიგნიერების ტრენინგის მონაწილე, 15 წლის ნინი ქუჯოშვილი.

პროექტი, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი (MDF), დოიჩე ველე აკადემიასა (DWA) და ადამიანის უფლებათა ცენტრთან (HRC) თანამშრომლობით ახორციელებს, მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობას მედიის თავისუფლების, მედია და ინფორმაციული წიგნიერებისა და დეზინფორმაციის მავნე გავლენის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით.

“სიმბოლურია, რომ დღეს, როცა UNESCO მედიაწიგნიერების გლობალურ კვირეულს აღნიშნავს, ჩვენ ჩამოვედით სკოლაში, რომლის ფანჯრებიდან გამყოფი ხაზი ჩანს. იმისთვის, რომ საზოგადოება მედეგი იყოს ჰიბრიდული ომის გამოწვევების მიმართ, მნიშვნელოვანია, რომ ზიანის მომტანი ინფორმაციის იდენტიფიცირება და ახალ მედია ეკოსისტემაში უსაფრთხო ნავიგაცია ახალგაზრდებმა სასკოლო ასაკიდანვე შეიმეცნონ”, - აღნიშნავს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი.

მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულს UNESCO 2011 წლიდან აღნიშნავს. კვირეულს მედიის განვითარების ფონდი ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებით უერთდება.

(R)

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს