პაატა მანჯგალაძე - მიამიტობა, პატარა ბავშვობა იქნება თუ ვიტყვით, რომ მარტო ერთ პარტიას შეუძლია რუსულ ჰიბრიდულ ომს გაუსწორდეს - არჩევნებზე გაყალბების მასშტაბი კიდევ უფრო დიდი იქნება, პროცესი საშინლად და საზიზღრად წავა

მიამიტობა, პატარა ბავშვობა იქნება თუ ვიტყვით, რომ მარტო ერთ პარტიას შეუძლია რუსულ ჰიბრიდულ ომს გაუსწორდეს - „ქართულ ოცნებას“ აქამდე რაც უკადრია, ამას გაიმეორებს, მაგრამ არ დასჯერდება და გაყალბების უფრო დიდი მასშტაბი იქნება, „ქართული ოცნება“ დემოკრატიულ არჩევნებს არ ჩაატარებს და ისე საზიზღრად და საშინლად წავა პროცესი, როგორც ავტოკრატიულ ქვეყნებში აკეთებენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა „ერთიანი, ოპოზიციური ფრონტით შეტევის დროა“.

„ახლა არ არის კინკლაობის დრო, ახლა არის ერთიანი ოპოზიციური ფრონტით შეტევის დრო. იდეების გარშემო გაერთიანებას ვგულისხმობ და არა ერთ პარტიაში შესვლას. დასავლეთის დაკვეთაც იყო. ამას გაგებით და დიდი ყურადღებით, პატივისცემით ხვდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამას აფასებენ. უამრავი შეხვედრა გვქონდა ამერიკასა და ევროპაში და ეს [კოალიცია] პოზიტიურადაა აღქმული, მოწონებულია პარტნიორების მხრიდან. როდესაც „ქართული ოცნების“ ცვლილებაზეა საუბარი, რეალურ ალტერნატივად განიხილავენ, მათ შორის, ჩვენს კოალიციას“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ შეხვედრებს, როგორც მანჯგალაძე ამბობს, განწყობაა, რომ „საქართველოს ამერიკა მარტო არ დატოვებს“.

„განწყობა არის ერთი - საქართველოს ამერიკა მარტო არ დატოვებს. აქ პარტიებს შორის კონკურენცია კი არ არის, არამედ პროქართული ძალების წინააღმდეგ იბრძვის რუსეთი. ეს გააზრებული აქვს ამერიკა და ამიტომ, ცდილობს, მარტო არ დაგვტოვოს ამ პროცესში. თანდათან მნიშვნელობა შეიძინა ანაკლიის პორტმა, შავმა ზღვამ. სენატის განხილვების დროს, საუბარი იყო, რომ განსაკუთრებული გრავიტაციის ცენტრი გახდა შავი ზღვა. საქართველოს ფასმა ერთი ორად აიწია“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს