აჭარის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს პარლამენტში წარსადგენად, გიორგი კოხრეიძისა და თამილა დოლიძის კანდიდატურები შეარჩია

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს პარლამენტში წარსადგენად, გიორგი კოხრეიძისა და თამილა დოლიძის კანდიდატურები შეარჩია

აჭარის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის ორ კანდიდატს - გიორგი კოხრეიძესა და თამილა დოლიძეს წარუდგენს. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება კანონმდებლებმა 30 ოქტომბრის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.

„როგორც ცნობილია, შესაბამისმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა სამეურვეო საბჭოს წევრობის შემდეგი 7 კანდიდატი: გიორგი კოხრეიძე, ემზარ პაქსაძე, თამარ წილოსანი, თამილა დოლიძე, მარინა გიორგაძე, ნატო ასათიანი, ფირუზ ბოლქვაძე. გამარჯვებულმა ორმა კანდიდატმა პლენარულ სხდომაზე, ღია კენჭისყრის შედეგად, 14-14 ხმა მიიღო (ერთი წინააღმდეგი).

აჭარის უმაღლესი საბჭო, შერჩეულ მეურვეობის ორ კანდიდატს, კენჭისყრიდან სამი დღის ვადაში, დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კენჭისყრის დაწყებამდე, პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.