აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თურქეთის რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და თურქ ხალხს საიუბილეო თარიღი მიულოცა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

,,მსურს მივულოცო ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს, თურქ ხალხს ეროვნული დღესასწაული. განსაკუთრებით ვაფასებთ იმ კეთილმეზობლურ სტრატეგიულ, ურთიერთნდობაზე დაფუძნებულ მეგობრობას, რომელიც ჩვენი სახელმწიფოების ლიდერების მხარდაჭერით და ძალისხმევით წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და დღეს ჩვენი მრავალმხრივი ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა”, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში, აჭარის მთავრობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა