რეზო ხარაზი - ბათუმს მართავს არა ბათუმელებზე, არამედ ივანიშვილის ოცნებაზე, კორუფციასა და უკანონობაზე ორიენტირებული მერი

ბათუმს მართავს არა ბათუმელებზე, არამედ ივანიშვილის ოცნებაზე, კორუფციასა და უკანონობაზე ორიენტირებული მერი, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რეზო ხარაზის თქმით, ბათუმის მერი სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს, რისთვისაც იგი პროკურატურას მიმართავს.

„სოციალური შემწეობის მომლოდინე 40 000 ბათუმელი, მოშლილი ინფრასტრუქტურა და დაკანონებული უკანონობა - ეს არის დღეს ბათუმის რეალობა. ნამდვილი ტრაგედიაა, რომ დღეს ბათუმს მართავს არა ბათუმელებზე, არამედ ივანიშვილის ოცნებაზე, კორუფციასა და უკანონობაზე ორიენტირებული მერი!

ქალაქ ბათუმის მერი შეგნებულად, პოლიტიკური თანამდებობის გამოყენებით, ბოროტად იყენებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რითაც მის მიზანმიმართულ ქმედებაში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.

„ნაციონალური მოძრაობა” ყველა გზას და ფორმას გამოიყენებს “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების თავგასულობის და უკანონო გადაწყვეტილებების წინააღმდეგ. ჩვენ ამიტომ მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ყველა იმ საკითხზე, რომელიც აზიანებს ჩვენი ქალაქის და თანაქალაქელების ინტერესებს”,- განაცხადა რეზო ხარაზმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის