გარდაბნის საკრებულოს სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და უმრავლესობის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და უმრავლესობის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს, დაპირისპირებისას მათი წევრი დაშავდა, რომელიც რუსთავის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პარტიის ინფორმაციით, საკრებულოს სხდომაზე მხარეებს შორის დაპირისპირება სკოლის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა. კერძოდ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, გარდაბანში, „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები იცავდნენ სკოლის ტერიტორიას, „რომელსაც ადგილობრივი კორუმპირებული, ქურდბაცაცა საკრებულოს წევრები და საკრებულოს თავმჯდომარე მერთან ერთად ასხვისებდნენ“. ხაბეიშვილის განმარტებით, ამაში მათ ხელს უშლიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ტერიტორიით სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობდა, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი, საკრებულოს უმრავლესობის წევრებს გასხვისების საშუალება არ მისცეს.

„[საკრებულოს უმრავლესობის წევრები] იძულებულები გახდნენ დღევანდელ სხდომაზე წინა საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება გაეუქმებინათ, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა წევრებმა იბრძოლეს გარდაბნის საკრებულოში ამ კვირების განმავლობაში და შეუნარჩუნეს ადგილობრივებს [ტერიტორია]. მინდა მივულოცო ქესალოელებს, რომ სკოლის ტერიტორიას ვერ გაასხვისებენ და ამაზე დაბოღმილებმა და გაბრაზებულებმა უკვე გადაწყვიტეს, რომ ჩვენი საკრებულოს წევრებს გაუსწორდნენ ფიზიკურად და სცადეს ამ ადამიანის დაჩაგვრა. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ არავის არ დავაჩაგვრინებთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მხარდამჭერებს და განსაკუთრებით საკრებულოს წევრებს, რომლებიც იბრძვიან ხალხის საკეთილდღეოდ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს წარმომადგენლებს, ყველას ვაფრთხილებ, დაგველოდეთ, ჩვენი მხრიდანაც იქნება ადეკვატური პასუხი, ცხადია კანონის ფარგლებში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი მოსახლეობისთვის და ამ სკოლით ორი სოფლის მოსახლეობას სარგებლობს და ორივეს კიდევ მინდა მივულოცო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოახერხეს და შევინარჩუნეთ, ისევე როგორც ნოდარ დუმბაძის სკვერი შევინარჩუნეთ ჩოხატაურში, ასევე შევინარჩუნეთ საბავშვო სკვერის ტერიტორია. ეს დაგვიჯდა იმად, რომ ჩვენს საკრებულოს წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა არავის არაფრის არ ეშინია და კიდევ გავიმეორებ - ვგმობ ყველანაირ ძალადობა, მაგრამ თითებს და ხელებს მივამტვრევ ყველას, ვინც ჩვენს საკრებულოს წევრს ასე მოექცევა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის