მთიან აჭარას ახალი ტურისტული მარშრუტი და საპიკნიკე ზონა შეემატა

მთიან აჭარას კიდევ ერთი საპიკნიკე სივრცე და ტურისტული მარშრუტი შეემატა. აჭარის ტურიზმის ინფორმაციით, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე საპიკნინე ზონა ღომას მთაზე მდებარეობს, სადაც ფანჩატური, საცეცხლური, საქანელები და ფოტოსტენდებია მოწყობილი. საპიკნიკე ზონა მერისი-ღომას მთის ახალ ტურისტულ მარშრუტზეა განთავსებული. ახალ სივრცეში მოგზაურებს დასვენება, ულამაზესი პანორამული ხედების ნახვა და პიკნიკის მოწყობა შეუძლიათ. ზაფხულობით ღომას იაილებზე ადგილობრივთა საოჯახო სასტუმრო სახლებში განთავსება და კვებაცაა შესაძლებელი.

ღომას მთის საპიკნიკე ინფრასტრუქტურა იმ 10-მდე საპიკნიკე სივრცეს შორისაა, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიან აჭარაში მოაწყო. ახალი საპიკნიკე სივრცე და ტურისტული მარშრუტი პირველი გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა დალაშქრეს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, შუახევისა და ქედიის მერიის მენეჯმენტთან ერთად მათ ტერიტორიაზე მარადმწვანე მცენარეები დარგეს. ახალი ტურისტული მარშრუტის გავლისას, რომელიც ქედასა და შუახევს ერთმანეთან აკავშირებს, ტურის მონაწილეებმა ღომას მთიდან სოფელ ნამონასტრევის ულამაზესი ტყის გავლით, მერისში გადაინაცვლეს, სოფელ ოქროპილაურსა და ღომას მთაზე კი ახალი კოტეჯები და ღვინის მარანი მოინახულეს. მთიან აჭარაში ამ ეტაპზე, 25-ზე მეტი ტურისტული მარშრუტია მარკირებული, რომელთა ნახვაც მსურველებს https://visitajara.com -ზე შეუძლიათ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის