საქართველოს პარლამენტის წევრები შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომებში მონაწილეობდნენ

31 ოქტომბერს, სტამბოლში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა, ასევე ტექნოლოგიურ და გარემოს საკითხთა კომიტეტების სხდომები გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ასამბლეის პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა.

სხდომის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა მოხსენებისა და რეკომენდაციის პროექტები თემაზე: „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 30 წლისთავი, თანამშრომლობის განვითარება შავი ზღვის რეგიონში".

ტექნოლოგიურ და გარემოს საკითხთა კომიტეტის სხდომას თავმჯდომარეობდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი. კომიტეტმა განიხილა მოხსენებისა და რეკომენდაციის პროექტები თემაზე: „ბისეკის წევრი ქვეყნების ეროვნული სტრატეგიები ხელოვნური ინტელექტის სფეროში".

კომიტეტის სხდომების გარდა, ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ასამბლეის რეგლამენტის საკითხების სამუშაო ჯგუფში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია