აშშ-ის ელჩი - ამერიკა სასჯელაღსრულების და რეფორმების მიმართულებით საქართველოს გვერდითაა

ეს კონფერენცია ძალიან დიდი მნიშვნელობის არის ჩვენთვის, რადგან კვლავაც აღვნიშნოთ ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს და ასევე, აღვნიშნოთ ის რეფორმები, რაც უკვე ჩატარდა. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, ცოდნა და ერთად ჩავუყაროთ საფუძველი მყარ სისტემას, რომელიც იქნება ადამიანზე და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგენმა კონფერენციაზე - „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკა სასჯელაღსრულების და რეფორმების მიმართულებით საქართველოს გვერდით არის.

„სამი კვირის წინ ჩამოვედი და მრავალ პარტნიორს შევხვდი უკვე. შეხვედრების დროს, მე არაერთხელ აღვნიშნე ჩვენი წარმომადგენლობის მიზანი, რათა განვაგრძოთ პარტნიორობა საქართველოსთან. ჩემთვის საამაყოა ის მომენტი, რომ დღეს აღვნიშნავთ პარტნიორობას იუსტიციის სამინისტროსთან. ჩვენ ვართ დამფინანსებელი ამ ღონისძიების და შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით არის სასჯელაღსრულების და რეფორმების მიმართულებით.

ბატონო მინისტრო, თქვენ აღნიშნეთ ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა - ზუსტად ამაშია საქმე. დიახ, არის სხვადასხვა მიმართულება პრობაციონერებისთვის, არის ხელმისაწვდომი სხვადასხვა სერვისი, ასევე არის პაემნები, ვიდეოპაემანები, როდესაც პატიმრებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ესაუბრონ ოჯახის წევრებს. ძალიან მნიშვნელოვანია მათი საჭიროებების გააზრება. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით ქალი პროფესიონალების გაძლიერების მიმართულებით. საქართველოს წარმომადგენლობა ბელგიაში კონფერენციას დაესწრო და ასევე, სამინისტროს წარმომადგენლები მიიღებენ ასეთი ტიპის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას და ასეთი უახლოეს მომავალში იგეგმება. ასევე, პროფესიული გადამზადების მიმართულებით, საგანმანათლებლო მიმართულებით ჩვენ კვლავაც მხარს დავუჭერთ საქართველოს იმისათვის, რომ მოხდეს შესაძლებლობების განვითარება, ინოვაციების დანერგვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა. ასევე არის გამოფენა ჩვენთან, რომელიც არის კიდევ ერთი ინოვაციური მიდგომა, როდესაც პატიმრების მიერ დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს გამოვფენთ ხოლმე.

ეს კონფერენცია ძალიან დიდი მნიშვნელობის არის ჩვენთვის, რადგან კვლავაც აღვნიშნოთ ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს და ასევე, აღვნიშნოთ ის რეფორმები, რაც უკვე ჩატარდა. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, ცოდნა და ერთად ჩავუყაროთ საფუძველი მყარ სისტემას, რომელიც იქნება ადამიანზე და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული. ეს კონფერენცია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და ძალიან დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისთვის“, - განაცხადა ელჩმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა