აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წლის ეროვნული პრემიის მფლობელ პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წლის ეროვნული პრემიის მფლობელ პედაგოგებს ვენერა აბუსელიძეს და ნაზიბროლა მიქელაძეს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ მასწავლებლებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდა.

„27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს 11 პედაგოგს საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცა. მათ შორის დაჯილდოვდა 2 პედაგოგი აჭარიდან - ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ვენერა აბუსელიძე და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნაზიბროლა მიქელაძე.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ პედაგოგებს ვენერა აბუსელიძეს და ნაზიბროლა მიქელაძეს გადაეცათ ფულადი ჯილდო 5 ათასი ლარის ოდენობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს