ირაკლი კობახიძე სტუდენტებს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს პარლამენტში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ინფორმაცია მიაწოდა, საპარლამენტო საქმიანობის და გადაწყვეტილებების მიღების სპეციფიკა გააცნო.

„შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკურ პროცესებზე.

შეხვედრის შემდეგ სტუდენტებისთვის პარლამენტის შენობაში საექსკურსიო ტური გაიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში