ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმის მერმა ახალგაზრდებთან მუნიციპალიტეტის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტების შესახებ ვრცლად ისაუბრა.
„არჩილ ჩიქოვანმა საბჭოს წევრებს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ პროექტებსა და პროგრამებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესია. ამასთან, საბჭოს წევრებმა ბათუმის მერს ახალგაზრდული მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები გააცნეს და მიმდინარე და სამომავლო გეგმები განიხილეს. ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ ბათუმის მერისგან აქტუალურ საკითხებზე მიეღოთ ინფორმაცია. შეხვედრა ინტერაქტიური რეჟიმით გაგრძელდა. არჩილ ჩიქოვანმა ახალგაზრდებისგან საინტერესო მოსაზრებები მოისმინა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. შეხვედრაში მონაწილეობა ბათუმის მერის მოადგილე, სოფო ხალვაშმა და ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის წარმომადგენლებმა მიიღეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.