შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელიას განცხადებები ყოველთვის არასერიოზულია, მისი არასერიოზულობის გამო არის იმ მდგომარეობაში, იმ პარტიაში, რომელშიც არის

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას არასერიოზული უწოდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ მისი არასერიოზულობის გამოა მელია საკუთარ პარტიაში ამ მდგომარეობაში.

„არასერიოზულია - ხოლმე ყოველთვის მისი განცხადებები და მისი არასერიოზულობის გამო არის იმ მდგომარეობაში, იმ პარტიაში, რომელშიც არის. ნიკა მელია არის ავტორი იმ განცხადების, რომ ყველა, ვინც შევიდოდა არჩევნების შემდეგ პარლამენტში, იქნებოდა პუფი. ბოლოს თვითონ აღმოჩნდა პუფი. ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, სერიოზულად არ უნდა მივიჩნიოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურ მოძრაობას“ „პარლამენტში ერთადერთი ფუნქციის შესრულება უწევს- პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“.

„კონკრეტულად რა საქმეზეა „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარლამენტში - მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ არ ღირს ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად“,- წერს ნიკა მელია.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება