სოფელ ბალდაში აქცია იმართება - ადგილობრივები ინვესტორს ბალდის კანიონზე შესვლის უფლებას არ აძლევენ

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში აქცია მიმდინარეობს. ბალდის კანიონის გადასარჩენად შექმნილი მოძრაობის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა ინვესტორს კანიონზე შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეკრებილების განცხადებით, გუშინ, მოძრაობის წევრებს „კანიონ 350“-ის დირექტორი და თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწრდნენ.

„ამას ვაკეთებთ გუშინდელი ფაქტის გამო, რის შედეგადაც მოსახლეობა თავს დაცულად ვერ გრძნობს და საფრთხის ქვეშ არის, რადგან ინვესტორმა და მისმა თანამშრომლებმა შეიძლება კიდევ ვინმე დაიმარტოხელონ და სცემონ. მანამდეც იყო შეურაცხოფის შემთხვევის ფაქტი ინვესტორის მხრიდან. ჩვენ მივმართეთ პოლიციას იმ იმედით, რომ ვეღარ გაბედავდა, მაგრამ გუშინ უარესი გააკეთეს, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეს ხალხი არ შემოვუშვათ, სანამ ამაზე რეაგირება არ მოხდება და არ გამოუტანენ განაჩენს. ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს ვიღაცასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩავერთოთ“, - აცხადებენ ბალდის კანიონის ერთ-ერთი მცველი.

შეკრებილებმა საავტომობილო გზა მხოლოდ ინვესტორისა და მისი თანამშრომლებისთვის ჩაკეტეს, სხვა ყველა ადამიანს გადაადგილების უფლება აქვს. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

ცნობისთვის, ბალდის კანიონის მცველებს მე-12 დღეა კარავი აქვთ გაშლილი. ისინი ადგილობრივებთან ერთად რამდენიმე თვეა კანიონის გადარჩენისთვის იბრძვიან. ბალდის უნიკალური კანიონი 40 წლით კერძო პირს გადაეცა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება