გიორგი ვაშაძე - მნიშვნელოვანია შეიქმნას ელექტრონული სისტემა, რომლითაც ემიგრანტებს ონლაინ რეჟიმში, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს ემიგრანტებს ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა - მნიშვნელოვანია შეიქმნას ელექტრონული სისტემა, რომელიც იქნება დაცული და ემიგრანტებს ონლაინში ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ასევე, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობის გაზრდა, რადგან იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს საკონსულო არ არის, მოქალაქეები ხმას ვერ აძლევენ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გამარჯვების კოალიციის“ სახელით ვეხმიანები გუშინდელ ინიციატივას, რომელიც გააჟღერა აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა, ლევან ცუცქირიძემ, რომელიც ეხება ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობას.

მართლაც უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენს თანამემამულეებს ჰქონდეთ საკონსტიტუციო უფლების რეალიზების შესაძლებლობა და მათ მიიღონ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა. ამ ინიციატივას აქვს ორი მიმართულება: ერთი ეს არის ელექტრონული წესით არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა და მეორე ეს არის მაქსიმალურად გაზრდა საარჩევნო უბნების რაოდენობის, რომ ქალაქებში, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ასზე მეტი თანამემამულე მაინც ცხოვრობს, იყოს შესაძლებლობა, საარჩევნო უბნები გაიხსნას და მათ ჰქონდეთ უფლება, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის.

ვფიქრობ, რომ ეს არის ინიციატივა, სადაც აბსოლუტურად ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, ყველა პოლიტიკურ ძალასთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩვენს ემიგრანტებთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებაში და დავარეგისტრიროთ კანონი, ჩავატაროთ განხილვები, დისკუსიები, თუ როგორ მიეცეს ჩვენს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ელექტრონული წესით არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მივმართოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ მათი მეშვეობით შეიქმნას ის ელექტრონული სისტემა, რომელიც იქნება დაცული, უსაფრთხო და ონლაინში ექნება შესაძლებლობა ემიგრანტებს მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.

მაგალითად, ესტონეთს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ამ მიმართულებით და შეიძლება ამ გამოცდილების გამოყენება. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენს ყველა ემიგრანტს, თანამემამულეს ჰქონდეს საქართველოს ბედის განსაზღვრაში მონაწილეობის შესაძლებლობა. მილიონზე მეტია ჩვენი თანამემამულე სხვადასხვა ქვეყნებში და მათ უნდა ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

მივმართავ საზოგადოებას და სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომ გავერთიანდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის გარშემო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ლევან ცუცქირიძეს ამ ინიციატივისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ემიგრანტებს ჰქონდეთ საკუთარი უფლების რეალიზების შესაძლებლობა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გიორგი ვაშაძე - მნიშვნელოვანია შეიქმნას ელექტრონული სისტემა, რომლითაც ემიგრანტებს ონლაინ რეჟიმში, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს ემიგრანტებს ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა - მნიშვნელოვანია შეიქმნას ელექტრონული სისტემა, რომელიც იქნება დაცული და ემიგრანტებს ონლაინში ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ასევე, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობის გაზრდა, რადგან იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს საკონსულო არ არის, მოქალაქეები ხმას ვერ აძლევენ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გამარჯვების კოალიციის“ სახელით ვეხმიანები გუშინდელ ინიციატივას, რომელიც გააჟღერა აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა, ლევან ცუცქირიძემ, რომელიც ეხება ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობას.

მართლაც უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენს თანამემამულეებს ჰქონდეთ საკონსტიტუციო უფლების რეალიზების შესაძლებლობა და მათ მიიღონ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა. ამ ინიციატივას აქვს ორი მიმართულება: ერთი ეს არის ელექტრონული წესით არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა და მეორე ეს არის მაქსიმალურად გაზრდა საარჩევნო უბნების რაოდენობის, რომ ქალაქებში, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ასზე მეტი თანამემამულე მაინც ცხოვრობს, იყოს შესაძლებლობა, საარჩევნო უბნები გაიხსნას და მათ ჰქონდეთ უფლება, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის.

ვფიქრობ, რომ ეს არის ინიციატივა, სადაც აბსოლუტურად ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, ყველა პოლიტიკურ ძალასთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩვენს ემიგრანტებთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებაში და დავარეგისტრიროთ კანონი, ჩავატაროთ განხილვები, დისკუსიები, თუ როგორ მიეცეს ჩვენს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ელექტრონული წესით არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მივმართოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ მათი მეშვეობით შეიქმნას ის ელექტრონული სისტემა, რომელიც იქნება დაცული, უსაფრთხო და ონლაინში ექნება შესაძლებლობა ემიგრანტებს მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.

მაგალითად, ესტონეთს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ამ მიმართულებით და შეიძლება ამ გამოცდილების გამოყენება. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენს ყველა ემიგრანტს, თანამემამულეს ჰქონდეს საქართველოს ბედის განსაზღვრაში მონაწილეობის შესაძლებლობა. მილიონზე მეტია ჩვენი თანამემამულე სხვადასხვა ქვეყნებში და მათ უნდა ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

მივმართავ საზოგადოებას და სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომ გავერთიანდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის გარშემო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ლევან ცუცქირიძეს ამ ინიციატივისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ემიგრანტებს ჰქონდეთ საკუთარი უფლების რეალიზების შესაძლებლობა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია