ხათუნა სამნიძე - ევროკომისიის პრეზიდენტის მიმართ ჩვენი წერილი არის პასუხი პროცესზე, რომელზეც ვსაუბრობდი - ჩვენ ახლა ერთიანი ვართ და ევროპელი პარტნიორები მიიღებენ ერთობლივ გზავნილს, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს

შევთანხმდით წერილის შინაარსზე, რითაც კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ არ არსებობს არანაირი აზრთა სხვაობა პარტიებს შორის, დამოუკიდებელ დეპუტატებს შორის, ქალებს შორის, რომ ჩვენ სტატუსი გვჭირდება დღესვე და არავითარი ხვალ! - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ევროპაში დაინახონ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ერთიანები არიან.

„წერილი შევიმუშავეთ ჩვენ, ქალმა დეპუტატებმა პარლამენტში, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, პარტიული კუთვნილებისა და ტონისა, რითაც ველაპარაკებით ჩვენს ოპონენტებს მაგალითად, „ქართულ ოცნებაში“, ჩვენ შევთანხმდით წერილის შინაარსზე, რითაც კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ არ არსებობს არანაირი აზრთა სხვაობა ჩვენს შორის: პარტიებს შორის, დამოუკიდებელ დეპუტატებს შორის, ქალებს შორის, რომ ჩვენ სტატუსი გვჭირდება დღესვე და არავითარი ხვალ! გასაგებია, რომ პარტნიორებისთვის ისევე ცნობილია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, რა მძიმე მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში, რამდენად მძიმე ანტიდასავლური განცხადებები ისმის. შესრულდა თუ არ შესრულდა 12 პუნქტი, მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყანა არ უნდა დარჩეს მარტო, პირისპირ რუსეთთან“, - განაცხადა სამნიძემ.

სამნიძეს ასევე ჰკითხეს, მისი განცხადების თაობაზე, სადაც მიუთითებდა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი სტატუსის გადავადებას ითხოვდა, რაზეც დეპუტატი პასუხობს, რომ ეს წერილი, რომ ახლა ერთიანები არიან არის, პასუხი იმ პროცესზე, რაზეც ის საუბრობდა.

„ამ პროცესის შემდეგ განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია სწორედ ასეთი ერთობლივი წერილი, ხელმოწერილი ქალი დეპუტატების მხრიდან მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას წარმოვადგენთ, თუ ვართ დამოუკიდებელი დეპუტატები, სწორედ ეს არის პასუხი იმ პროცესზე, რომელზეც მე ვსაუბრობდი, რომ ჩვენ ახლა ერთიანი ვართ ამ პროცესში და ჩვენი ევროპელი პარტნიორები ჩვენგან მიიღებენ ერთობლივ გზავნილს, ერთ ტონს, ერთ ტექსტს, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი,"- განაცხადა სამნიძემ.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტს უსრულა ფონ დერ ლაიენს ერთობლივი განცხადებით მიმართავს. განცხადების თანახმად, ფუნდამენტური რეფორმები ქვეყანაში კვლავ განსახორციელებელია, თუმცა, განსაკუთრებით გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების და ქვეყანაში რუსული გავლენების ფონზე, ქვეყანას სტატუსი უნდა მიენიჭოს.

განცხადებას ხელს აწერენ: თეონა აქუბარდია, თინა ბოკუჩავა, ანა ბუჩუკური, თამარ ჩარკვიანი, ნატო ჩხეიძე, ხატია დეკანოიძე, ეკა ხერხეულიძე, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, ანა წითლიძე, ქეთევან თურაზაშვილი.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა