„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - ჭოროხის ხიდის შეჩერებული მშენებლობა მავნებლობის შესაშური მაგალითია

ბათუმში, ახალ ბულვარში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს. როგორც მათ განაცხადეს, ახალ ბულვარში მათ მიერ დაწყებული პროექტები „ქართული ოცნების“ პირობებში შეჩერებულია.

„დღეს ჩვენ ბათუმში არ გვექნებოდა სიღარიბე, არ გვექნებოდა უსულო და ჩაბეტონებული ქალაქი, არ გვეყოლებოდა მომავლის იმედიდან დაცლილი ახალგაზრდობა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის 11- წლიანი ოლიგარქიული, კორუფციული და კრიმინალური მმართველობა.

მიხეილ სააკაშვილის და ლევან ვარშალომიძის განვითარების ხედვა და მოქმედება დაფუძნებული იყო ქალაქის კონცეპტუალურ განვითარებაზე, სიღარიბის დაძლევაზე, ახალგაზრდების განათლებაზე და განვითარებაზე.

ეს ადგილი, სადაც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, კარგად აჩვენებს კონტრასტს სააკაშვილის ოცნების შავი ზღვის მარგალიტს და ბიძინა ივანიშვილის მიტოვებულ და გაუბედურებულ ბათუმს შორის.

ჭოროხის ხიდის შეჩერებული მშენებლობა მავნებლობის შესაშური მაგალითია. მიხეილ სააკაშვილი ამ ხიდის მშენებლობით ჩვენ თანაქალაქელებს უხსნიდა შესაძლებლობის ახალ ფანჯარას. ეს ხიდი გახლავთ ბათუმისთვის ახალი სუნთქვის სიმბოლო და უნდა გამხდარიყო მორიგი დიდი საინვესტიციო ტალღის მიზიდულობის ცენტრი, რაც თავისთავად ნიშნავდა მეტ სამუშაო ადგილს, მეტ დასაქმებულ ადამიანს და მეტ შემოსავალს ჩვენი თანაქალაქელებისთვის. ხიდის მშენებლობის შეჩერებით შეაჩერეს გონიო - კვარიათი - სარფის განვითარება, თავშივე ჩაკლეს გონიოს ყოფილ პოლიგონზე ახალი ტურისტული ქალაქის აშენების შესაძლებლობა. დროა მოვაშოროთ „ქოცების“ მავნებლური ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი სახელისუფლებო მმართველობას და დავიწყოთ ქვეყნის და მათ შორის ბათუმის განვითარება”, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ.

ასევე განცხადება გააკეთა ბათუმის საკრებულოს წევრმა რეზო ხარაზმა.

ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ 11 - წლიანი მმართველობა კარგად აისახება ამ ერთ ბანერზე. ბანერზე, სადაც დატანილია, რომ ბათუმში დღეს არის 40 ათასი სოციალურად დაუცველი, დღეს არასწორად ვითარდება ქალაქი, ბათუმი დღეს უსულო და უსახური მშენებლობების ქალაქად გადაიქცა და ბათუმიდან დღეს ახალგაზრდები გარბიან. სწორედ ამ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც ახლა აქ ვდგავართ, ჩვენ შევაღებთ ყველა სახლის კარს, მივალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ, რომ ივანიშვილის მმართველობას არაფერი კარგი და არაფერი სიკეთე არ მოუტანია, ამიტომ დროა ცვლილებების და ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, აჭარის გუნდი, ბათუმის გუნდი გავაგრძელებთ ბრძოლას მიშას თავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის.“ - განაცხადა რეზო ხარაზმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის