მარნეულში მულტიკულტურული ფესტივალი „შინ“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი პროგრამა: სათემო სახლები, არმენ ჰოვანესიანის შემოქმედებითი სივრცე, სპექტაკლი ,,ქალების ხმა", ქორეოგრაფიული საარი, თეატრალიზებული წარმოდგენები ,,ქალი ვარ" და ,,სტიქია ცეცხლი".
„საფესტივალო სივრცე გაფორმებული იყო ორიგინალური დეკორაციებითა და პავილიონებით; მოეწყო ურბანული ფოტოგამოფენა და ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. საკონცერტო ნაწილში მაყურებლის წინაშე წარდგნენ შემსრულებლები: სანდრო ნიკოლაძე და ბენდი, აშუღი ქალი თინა-ნარგილე მეჰთიევა, ცოტნე ბარბაქაძე, შაბან მამედოვო, მარიამ ჭოხონელიძე, მუსიკალური ბენდი ,,seenთეზი" , ფესტივალი INFEST-მა დახურა.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალი ქალთა უფლებების თემებს ეხმიანებოდა, რადგან ქვეყანაში ქალთა უფლებები დღემდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ფესტივალი „შინ" წელს მეორედ გაიმართა, რომელსაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.