კახეთში ტრადიციული ფესტივალი - „ჭაჭა 2023" გაიმართა

კახეთში, მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ყოველწლიური, ტრადიციული ფესტივალი - „ჭაჭა 2023" გაიმართა. ფესტივალი ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს რეგიონის რვავე მუნციპალიტეტის მონაწილეობით თელავში იმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ჭაჭა" ერთადერთი რეგიონული, ყოველწლიური ფესტივალია, რომელშიც ფერმერები, გლეხები, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობენ.

„ფესტივალი მუსიკალურ - თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა.

ფესტივალს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი მოადგილეებთან და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტის" მიერ საქართველოს დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია გაიმართა.

ერეკლე II-ის მოედანზე, კახეთის მუნიციპალიტეტების მიერ შემოდგომისთვის დამახასიათებელი თემატური პავილიონები მოეწყო, გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სადაც ძირითად პროდუქტს ჭაჭა წარმოადგენდა.

ასევე, გამარჯვებულების დაჯილდოვდნენ 2023 წელს საუკეთესო ჭაჭის წარმოებისთვის. (ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით; შესაბამისი მოწმობებით ფერმერებისთვის, გლეხებისთვის და კომპანიებისთვის).

საუკეთესო გლეხური ჭაჭა-2023: ოქროს მედალი - ცუკილაშვილი ილია, ყვარელი; ვერცხლის მედალი - ჩალათაშვილი კახაბერ, საგარეჯო; ბრინჯაოს მედალი - დათო ჩიხლაძის მარანი.

კომპანიების საუკეთესო ჭაჭა-2023: ოქროს მედალი - "ანასეულის კომბინატი"; ვერცხლის მედალი - "ასკანელი"; ბრინჯაოს მედალი - "კორპორაცია - ქინძმარაული".

გამოვლინდა 2023 წლის ფესტივალზე ყველაზე კრეატიული მუნიციპალიტეტი - თელავის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ფესტივალის ორგანიზატორის მხრიდან ფულადი ჯილდო გადაეცა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის.

ფესტივალი ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის" მიერ წარმოდგენილი სპექტაკლებით „გაყრა" და „შეყრა" დასრულდა.

ფესტივალის ორგანიზატორები: საქართველოს კულტურის პალატა; ტურიზმის განვითარების ასოციაცია; კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი"; საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს