მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, ექიმების ჯგუფთან ერთად, კურდღელაურში ადგილობრივებს უფასო სამედიცინო კონსულტაციას უწევს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ინიციატივით, მისი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, თელავში სოფელ კურდღელაურში ექიმების ჯგუფთან ერთად იმყოფება, სადაც ისინი გეგმავენ, რომ კურდღელაურის მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაცია გაუწიონ.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული ჰუმანიტარული კამპანია დღეს სოფელ კურდღელაურიდან დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.

„ჩამოვედით კურდღელაურში, ჩამოვიყვანე საქართველოში მართლაც წამყვანი ექიმები, ისინი მზად არიან, რომ დაუდგნენ გვერდით ჩვენს მოქალაქეებს. როდესაც მათ ვუთხარი, რომ ვგეგმავდით ჰუმანიტარული პროექტი გაგვეკეთებინა, დიდი სიხარულით დამთანხმდნენ. ჩამოვედით და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კურდღელაურის მოსახლეობას დავუდგეთ გვერდით და მათი საჭიროებისამებრ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ „კრედო ბანკის“ მწვანე პროექტის პარტნიორი გახდა
რეკომენდაციები კიბერდამნაშავეებისგან თავის დასაცავად