ადგილობრივები, ქარელში 12 წლის გოგოს გატაცების ფაქტზე გარკვეულ დეტალებს ჰყვებიან

ადგილობრივების ინფორმაციით, 12 წლის გოგონა, რომლის მოტაცების ბრალდებით 22 წლის ბიჭია დაკავებული, თავშესაფარში გადაიყვანეს.

როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, 12 წლის გოგოს სახლში დაბრუნება არ სურდა და აცხადებდა, რომ ბიჭი უყვარდა.

„გოგო წაიყვანეს თავშესაფარში, იმიტომ, რომ იძახდა, მე სახლში არ მივალო... მიყვარსო. ეს გოგო ამბობდა, 15 წლის ვარო...ბიჭიც მოუტყუებია, ამ დროს 12 წლის ყოფილა“,- აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი "მთავარ არხთან" საუბრისას.

მათივე ინფორმაციით, „ბავშვი თვითონ გაჰყვა მამაკაცს“.

„ამას არც მოუტაცებია, არც ძალადობაა. დაურეკა ბავშვს, წავიდა და მოიყვანა“,- აღნიშნავენ ადგილობრივები.

ცნობისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგოს მოტაცების და მასზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, 1 პირია დაკავებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკის მიუღწევლის სხეულში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში