შოთა შალელაშვილი - რა მორალური უფლება აქვს ხელისუფლებას მოუწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმოს და რეაგირება მოახდინოს ოკუპანტების მიერ ჩადენილ დანაშაულზე, როდესაც ომში ჩათრევის მცდელობაში ბრალს სდებს

რა მორალური უფლება აქვს ხელისუფლებას მოუწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმოს და რეაგირება მოახდინოს ოკუპანტების მიერ ჩადენილ დანაშაულზე, როდესაც ომში ჩათრევის მცდელობაში ბრალს სდებს?, - ამის შესახებ"თაობები საქართველოსთვის" თავმჯდომარემ შოთა შალელაშვილმა განაცხადა.

"პრემიერი - "მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს კირბალში მომხდარზე - ასევე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად" რა მორალური უფლება აქვს ჩვენ ხელისუფლებას მოუწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმოს და რეაგირება მოახდინოს ოკუპანტების მიერ ჩადენილ დანაშაულზე, როდესაც ჩვენი ხელისუფლება, სართაშორისო თანამეგობრობას ომში ჩათრევის მცდელობაში ბრალს სდებს?! მორალი: ნუ აფურთხებ ჭაში, საიდანაც წყალი უნდა დალიო", - აცხადებს ის და ეხმაურება სოფელ კირბალში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

ინფორმაციას "თაობები საქართველოსთვის" პრესსამსახური ავრცელებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ