DMO - სამცხე-ჯავახეთი ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაში WTM London 2023 იღებს მონაწილეობას - შესაბამის ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამცხე-ჯავახეთის სტენდზე ვიზიტორებს საშუალება აქვთ, რეგიონის ტურისტულ მიმართულებებს და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნონ. დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან, ბლოგერებთან და ტურისტულ კომპანიებთან.

„საქართველოსთვის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობის მიღება, ძალიან დიდი წარმატებაა. გამოფენამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან გვქონდა უკვე პირველი დღისთვის საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები, ძალიან დიდი ინტერესია ჩვენი რეგიონის მიმართ და მაქსიმალურად ვცდილობთ, წარვუდგინოთ სამცხე-ჯავახეთი დაინტერესებულ პირებს“, - განაცხადა სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მუმლაძემ.

„საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მოწყობილ საქართველოს სტენდზე სამცხე-ჯავახეთის გარდა, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, სამეგრელოს, იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები, 20-ამდე ტურისტული კომპანია და სასტუმროს ქსელია წარმოდგენილი.

WTM London 2023 გამოფენაში 185-ზე მეტი ქვეყნის 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენას ტურიზმის სფეროს 35 ათასზე მეტი პროფესიონალი ესწრება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა