სურსათის ეროვნული სააგენტო ბოლნისში 15 ბავშვის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მოკვლევას ატარებს

ბოლნისში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფი ბოლნისის მუნიციპალიტეტის N6 საბავშვო ბაღში არაგეგმურ ინსპექტირებას ახორციელებს.

„შემოწმება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 15 ბავშვის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე მიმდინარეობს.

შემოწმების პროცესში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია შეტყობინებაში დასახელებული სურსათის/ნედლეულის ნიმუშები. ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ, საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - ამის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში