უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ უკრაინის საშინაო საქმეებში არსებულ არასასიამოვნო ფაქტებსა და ტენდენციებზე „ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციური მოდელირების სააგენტოს დირექტორს, ვიტალი ბალას ესაუბრა.
- ბატონო ვიტალი, საკმაოდ არასასიამოვნო თემებზე გვინდა გესაუბროთ. მხედველობაში მაქვს მთავარსარდალ ზალუჟნის მოადგილის, გენერალ ხორენკოს განთავისუფლება და ასევე ზალუჟნის თანაშემწის, მაიორ ჩასტიაკოვის უცნაური გარდაცვალებაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ გენერალი ზალუჟნი და მისი გუნდი უკრაინელ სამხედროებში და საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, ის, რაც უკანასკნელ დღეებში მოხდა, როგორც მინიმუმ, გაუგებარია.
თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს?
- ზალუჟნი და მისი გუნდი უკრაინული ძალების ერთ-ერთ მთავარ და საკვანძო ძალად ითვლება უკრაინა-რუსეთის ომში. უკრაინის შეიარაღებული ძალები რომ ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ რუსულ აგრესიას, ფაქტია. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ხელმძღვენელობასთან ერთად.
მაგრამ, როგორც ჩანს, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა თავის თავზე ირგებს ისეთ როლს, რომელიც პროფესიონალი სამხედროების საკეთებელია და გადაწყვეტილებებიც მათი მისაღებია. პრეზიდენტის ოფისიდან გენერალური შტაბი იღებდა ისეთ დავალებებს, რომელიც სცდებოდა მათ კომპეტენციას. მხედველობაში მაქვს ის, რომ უკრაინულ ძალები თუ რომელი ქალაქებთან უნდა განლაგებულიყვნენ და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, პრეზიდენტის ოფისის ამგვარი ჩარევა საქმეს მხოლოდ ვნებდა.
როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და გენერალურ შტაბს შორის იყო გარკვეული გაუგებრობები. ამის შესახებ უკრაინული პრესაც წერდა ადრე, ახლა „ნიუ-იურკ ტაიმსიც“ წერს.
ჩემი აზრით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამხედროებში ხედავს საფრთხეს. სოციოლოგიური კვლევებით, უკრაინული ძალების მიმართ საზოგადოების ნდობა 93%-ზე ოდნავ მეტია. როგორც ჩანს, პოლიტიკური თამაშები გენშტაბის წინააღმდეგ ამის გამოა დაწყებული.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამხედროებში ხედავს საფრთხეს. სოციოლოგიური კვლევებით, უკრაინული ძალების მიმართ საზოგადოების ნდობა 93%-ზე ოდნავ მეტია. როგორც ჩანს, პოლიტიკური თამაშები გენშტაბის წინააღმდეგ ამის გამოა დაწყებული
რაც შეეხება ზალუჟნის მოადგილის, სპეცოპერაციების სარდლის, გენერალ-მაიორის ვიქტორ ხორენკოს განთავისუფლებას. მისი განთავისუფლების ორი ვერსია არსებობს. ერთის თანახმად, ხორენკომ, მის განთავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე პირველად მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც, მან პასუხი გასცა ისეთ კითხვებს, რომელიც ეხებოდა წარმატებით ჩატარებულ ოპერაციებს. ხომალდ „მოსკვას“ ჩაძირვას, ასევე ხომალდ „როსტოვის“ ჩაძირვას, კუნძულ ზმეინის დაკავების ისტორიას და ასე შემდეგ.
გენერალ-მაიორმა ხორენკომ ამ ინტერვიუთი თქვა, რომ ეს ოპერაციები ჩაატარეს სპეციალურმა ქვედანაყოფებმა. აქამდე უკრაინულ პრესაში ეს ოპერაციები მიეწერებოდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსს, გენერალ ბუდანოვს. როგორც ამბობენ, ამ ინტერვიუმ გამოიწვია სერიოზული უკმაყოფილება. იმაზეც კი საუბრობდნენ, რომ ხორენკოს დანიშვნას თავის დროზე ხელი შეუწყო ბუდანოვმა, რომელიც პრეზიდენტის ოფისთან ახლოსაა.
ამ ინტერვიუთი გამოვიდა, აქამდე სამხედრო დაზვერვის უფროსი გენერალი ბუდანოვი თავის თავზე იწერდა ყველაფერ იმას, რასაც გენერალი ხორენკო აკეთებდა. 2021-2023 წლებში ბუდანოვი ბრიგადის გენერალი იყო, შემდეგ გახდა გენერალ მაიორი და შემდეგ გენერალ ლეიტენანტი გახდა. ანუ ყოველ წელს მას ემატებოდა წოდება.
გენერალ-მაიორმა ხორენკომ ამ ინტერვიუთი თქვა, რომ ეს ოპერაციები ჩაატარეს სპეციალურმა ქვედანაყოფებმა. აქამდე უკრაინულ პრესაში ეს ოპერაციები მიეწერებოდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსს, გენერალ ბუდანოვს... ამ ინტერვიუთი გამოვიდა, აქამდე სამხედრო დაზვერვის უფროსი გენერალი ბუდანოვი თავის თავზე იწერდა ყველაფერ იმას, რასაც გენერალი ხორენკო აკეთებდა
საქმე ისაა, რომ სპეციალური დანიშნულების ძალები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ელიტას წარმოადგენენ, არასწორად გამოიყენებოდნენ. ამის შესახებაც საუბრობდა ხორენკო და ამის მაგალითად მოჰყავდა ის, როცა მისი ქვედანაყოფებს აიძულებდნენ ბახმუტთან სანგრებში ყოფნას.
ხორენკოს გათავისუფლების მეორე მიზეზად სახელდება ის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უნდოდა ზალუჟნისთვის ეჩვენებინა, თუ ვინაა უკრაინაში უფროსი. მე ასე არ ვფიქრობ.
უბრალოდ, უცნაური გახლდათ ხორენკოს გათავისუფლების ფორმა. საქმე ისაა, რომ თავდაცვის მინისტრს შეეძლო ფორმალურად ხორენკოს გათავისუფლება, მაგრამ, მის გათავისუფლებაზე წარდგინება პრეზიდენტისთვის ზალუჟნის უნდა გაეკეთებინა. არადა, არც მინისტრი და არც პრეზიდენტი სამხედროები არ არიან. ხორენკოს გათავისუფლებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა სამხედროებსა და საზოგადოებაში.
საქმე ისაა, რომ თავდაცვის მინისტრს შეეძლო ფორმალურად ხორენკოს გათავისუფლება, მაგრამ, მის გათავისუფლებაზე წარდგინება პრეზიდენტისთვის ზალუჟნის უნდა გაეკეთებინა. არადა, არც მინისტრი და არც პრეზიდენტი სამხედროები არ არიან. ხორენკოს გათავისუფლებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა სამხედროებსა და საზოგადოებაში
ჩემი ინფორმაციით, უკრაინის პარტნიორები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის წარმატებით განხორციელებულ ოპერაციებში, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების ჩამოყალიბებაში, გენერალ ხორენკოს გათავისუფლების გამო გაკვირვებას არ მალავენ. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ გენერალ ხორენკოს გათავისუფლების გამო უკმაყოფილებას ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს.
უკმაყოფილებას გამოთქვამენ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც გაათავისუფლა გენერალი ხორენკო.
არადა, როგორც უკვე აღვნიშნე, ხორენკოს გათავისუფლების შესახებ წარდგინება ზალუჟნის უნდა დაეწერა. ამგვარი რამ კი მას არ გაუკეთებია. ზალუჟნის არა თუ არ გაუკეთებია ხორენკოს გათავისუფლებაზე წარდგინება, მან და ხორენკომ პრეზიდენტის ბრძანების შესახებ მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ გაიგეს.
- ხორენკოს გათავისუფლების შემდეგ, უცნაურად მოხდა ზალუჟნის თანაშემწის მაიორ ჩასტიაკოვის გარდაცვალებაც.
მესმის, რომ ამ თემაზე უამრავი მოსაზრება ვრცელდება, მაგრამ, საინტერესო, მომხდარზე თქვენ ვერსიის მოსმენა?
- მაიორ ჩასტიაკოვის დაღუპვასთან დაკავშირებითაც რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთია - იარაღთან მოუფრთხილებლობა, მეორე კონსპიროლოგიური, რომ სპეციალურად იქნა გაკეთებული და მესამე, რომელიც მე დასავლეთის პრესაში ამოვიკითხე - მომხდარი შეეძლოთ რუსულ სპეცსამსახურებს გაეკეთებინათ.
რუსული სპეცსამსახურები უკრაინაში გააქტიურდნენ. როგორც ჩანს, ბევრი იმედოვნებდა, რომ გენერალ ხორენკოს გათავისუფლებისა და მაიორ ჩესტიაკოვის დაღუპვის შემდეგ ზალუჟნი ისეთ განცხადებებს გააკეთებდა, რაც შეიძლება გამხდარიყო მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი
თუ იმას მივიღებთ მხედველობაში, რომ ზალუჟნის პაკეტით საჩუქარი გაუგზავნეს და ის აფეთქდა, მართლაც არაა გამორიცხული, რომ ამ საქმეში რუსული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ. სხვათა შორის, ამ აზრს ისიც აძლიერებს, რომ ზალუჟნიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაიორი ჩასტიაკოვი მისი უახლოესი მეგობარი იყო, და სულაც არაა გამორიცხული, პაკეტის გახსნისას მის გვერდით გენერალი ზალუჟნი მდგარიყო. ვერსია ბევრი გამოითქმის, მაგრამ, რასაც მე ვადევნებ თვალს, ვითარება ასე გამოიყურება.
- ბევრი თვლის, რომ ზალუჟნისა და მისი გუნდის გარეშე უკრაინა ომს ვერ მოიგებს, მაშინ, მომხდარი რას შეიძლება ნიშნავდეს?
- ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული სპეცსამსახურები უკრაინაში გააქტიურდნენ. როგორც ჩანს, ბევრი იმედოვნებდა, რომ გენერალ ხორენკოს გათავისუფლებისა და მაიორ ჩესტიაკოვის დაღუპვის შემდეგ ზალუჟნი ისეთ განცხადებებს გააკეთებდა, რაც შეიძლება გამხდარიყო მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.
ზალუჟნის რომ საპრეზიდენტიო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, იგი საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ზელენსკის დიდი უპირატესობით დაამარცხებდა. ჩემი დაკვირვებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იცოდა რა სოციოლოგიური კვლევების შედეგები, დაასკვნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას აზრი არ ჰქონდა
- ის, რაც ახლა პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციასა და უკრაინის სამხედროების უმაღლეს ეშელონებს შორის ხდება, რამდენადაა კავშირში უკრაინაში ჩასატარებელ საპრეზიდენტო არჩევნებთან?
- პრეზიდენტმა ზელენსკის განაცხადა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება. თუმცა, ჩემი აზრით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა. მაგრამ, ჩემი ინსაიდერული ინფორმაციით, რომლის მიმართ ნდობა ძალიან მაღალი მაქვს, ამ ისტორიაში კორექტივები შეიტანა ერთმა სოციოლოგიურმა კვლევამ, რომელიც არ გამოქვეყნებულა.
ამ კვლევებით, ზალუჟნის რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, იგი საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ზელენსკის დიდი უპირატესობით დაამარცხებდა. ჩემი დაკვირვებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იცოდა რა სოციოლოგიური კვლევების შედეგები, დაასკვნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას აზრი არ ჰქონდა.
საომარი ვითარების მიმდინარეობისას საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ნონსენსია
თან, არც იქნებოდა სწორი მისი ჩატარება, რადგან, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება გარკვეულ ლეგიტიმაციას მისცემდა რუსეთს იმ ტერიტორიებზე, რომელიც მას ახლა ოკუპირებული აქვს.
გარდა ამისა, ფაქტია, რომ უკრაინიდან 8 მილიანი ადამიანია გასული. უამრავ ადამიანს საომარი მოქმედებების გამო შეცვლილი აქვს ადგილმდებარეობა.
როგორც ჩანს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხვდნენ, რომ გაყალბების შემთხვევაშიც კი ზელენსკი არჩევნებს ვერ მოიგებდა. ჩემი აზრით, კი საომარი ვითარების მიმდინარეობისას საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ნონსენსია.
უკრაინა უნდა გადავიდეს მანევრულ ომზე და არ უნდა დარჩეს პოზიციურ ომში.ზალუჟნი გამოსავლის გზად მიიჩნია უკრაინისთვის საფრენი ხომალდების მიცემა, უპილოტო თვითმფრინავებით უზრუნველყოფა, რადიო-ელექტრონული ბრძოლისთვის ტექნიკის მიწოდება. ზალუჟნი საუბრობს იმაზე, რომ უკრაინამ უნდა მოახეხოს ტექნოლოგიური უპირატესობის მიღწევა
- ბრიტანულ გაზეთ „ეკონომისტში“ ზალუჟნი საუბრობს უკრაინა-რუსეთის ომში „ჩიხურ სიტუაციაზე“.
ზალუჟნის მიერ ფაქტის კონსტატირების შემდეგ, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე ვითარება უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალოს?
- დიახ, ზალუჟნის სტატიაში ნათქვამია სიტყვა ჩიხი, მეტიც, უკრაინა-რუსეთის ფრონტების აღსაწერად სიტყვა „ყრუ ჩიხიც“, კია გამოყენებული, მაგრამ, საუბარია იმაზე, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით უკრაინული და რუსული ძალები თანაბარნი არიან, და ამ ვითარებიდან გამოსავალია მოსაძებნი.
უკრაინა უნდა გადავიდეს მანევრულ ომზე და არ უნდა დარჩეს პოზიციურ ომში.ზალუჟნი გამოსავლის გზად მიიჩნია უკრაინისთვის საფრენი ხომალდების მიცემა, უპილოტო თვითმფრინავებით უზრუნველყოფა, რადიო-ელექტრონული ბრძოლისთვის ტექნიკის მიწოდება. ზალუჟნი საუბრობს იმაზე, რომ უკრაინამ უნდა მოახერხოს ტექნოლოგიური უპირატესობის მიღწევა.
ამერიკელებმა ზალუჟნის წერილი აღიქვეს იმის დასტურად, თუ რა უნდა გააკეთოს ამერიკამ უკრაინის დასახმარებლად
- უკრაინის საშინაო პოლიტიკაში ბოლო პერიოდში მომხდარზე რას ამბობენ და როგორი რეაქცია აქვთ უკრაინის დასავლელ პარტნიორებს?
- პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეაქცია გახლდათ ასეთი ტიპის, რომ ეს ამბები ზიანს აყენებს პარტნიორებთან ურთიერთობას. არადა, ეს ასე არაა. მოქმედი და გადამდგარი გენერლები, მათ შორის ჯონ კირბიმ რომელიც აშშ-ს ადმინისტრაციაში უსაფრთხოების თემებზე მუშაობს, მან თქვა, რომ ის, რაც ზალუჟნიმ თავის წერილში თქვა, გახლავთ კონკრეტული არგუმენტი იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აშშ-ს კონგრესს მოსთხოვოს უკრაინისთვის თანხების გამოყოფა. ამერიკელებმა ზალუჟნის წერილი აღიქვეს იმის დასტურად, თუ რა უნდა გააკეთოს ამერიკამ უკრაინის დასახმარებლად.
უკრაინა ამერიკისგან მორიგ დახმარების მოლოდინშია. ამ დახმარების გარეშე უკრაინაში ვითარება უკეთესი ვერანაირად ვერ იქნება, რადგან ადრე გამოყოფილი ფინანსები თავდება და უკრაინამ უნდა მიიღოს იმის გარანტია, რომ მომავალ წელსაც მას აშშ დაეხმარება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი