სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალში ჩავიდა - პრეზიდენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალში ჩავიდა და ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.

პრეზიდენტს სოფელ კირბალში მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

გინტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა