გია ვოლსკი - ოკუპაცია იყო დაშვებული და თვითონ საოკუპაციო ხაზები გავლებული სააკაშვილის ხელისუფლების მიერ - დღეს ადამიანის მკვლელობა არის იმ დანაშაულის შედეგი, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა

(საოკუპაციო) ხაზის გადმოწევა მოგონილი თემაა, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ შემოგვაპარა - დღეს ამ ადამიანის მკვლელობა არის დანაშაულის შედეგი, რომელიც ჩაიდინა თქვენმა ბელადმა (სააკაშვილმა), - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის კომენტირებისას განაცხადა.

ვოლსკი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებამ რუსეთს ოკუპაციის საშუალება მისცა და „საოკუპაციო ხაზი გაუვლო", როცა 2007 წელს ადმინისტრაციული საზღვრები დაადგინა.

რაც შეეხება ადგილობრივთა უსაფრთხოების მიზნით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბლოკ- პოსტების განთავსების საკითხს, ვოლსკი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში ქართველმა პოლიციელმა "შეიძლება, თავი ვერ შეიკავოს," თუ ოკუპანტი ძალას გამოიყენებს საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ.

„მძიმე ფაქტი მოხდა, ვუსამძიმრებ ოჯახს და მთელ საქართველოს. მოქალაქე მოგვიკლეს. ოკუპაცია იყო დაშვებული და თვითონ საოკუპაციო ხაზები გავლებული სააკაშვილის ხელისუფლების მიერ. ეს ეკლესია აღმოჩნდა საოკუპაციო ხაზს იქით და სულ ახლახან ახალი პროვოკაცია ვიხილეთ მლეთის მისადგომებთან, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან მიმართებით.

ის რესურსი გაგვაჩნია, რომ რუსეთზე იყოს საკმაოდ გაძლიერებული შეტევა, რომელიც ისედაც საკმარისია მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. რაც შეეხება ბლოკ პოსტებს, სადაც იდგება ქართველი პოლიციელი, რასაკვირველია შეიძლება თავი ვერ შეიკავოს, როცა უკანონოდ მყოფი რუსი ოკუპანტი შეიძლება გამოჩნდეს და გაეკიდოს, ან ძალა იხმაროს ქართველის მიმართ. ამან შეიძლება ისეთი პროცესი გამოიწვიოს, რომელსაც ელოდება ზოგიერთი პოლიტიკური ძალა შიგნითაც და გარეთაც.

საერთოდ, (საოკუპაციო) ხაზის გადმოწევა მოგონილი თემაა, რომელიც "ნაცმოძრაობამ" შემოგვაპარა და ზოგიერთ საერთაშორისო განცხადებებშიც გავიგეთ. არის ტერიტორია შემოხაზული ბელად სააკაშვილის მიერ, სადაც დანიშნულია ადმინისტრაცია, ვისაც უნდა ემართა ეს ტერიტორია. მოხდა ომი და დაიპყრეს ზუსტად ის ტერიტორია, რომელიც შემოუხაზა ბელადმა სააკაშვილმა 2007 წლის 10 მაისის ბრძანებულებით. დღეს ამ ხაზს მიყვებიან და აკეთებენ საოკუპაციო ხაზს. საოკუპაციო ხაზი არის დანაშაული თვითონ რასაკვირველია, მაგრამ ამ დანაშაულებამდე ქვეყანა მივიდა მაშინ, როცა უარი თქვეს საერთაშორისო ლიდერობით წაყვანილ პროცესზე, რომელიც აუცილებლად გამოიწვევდა პოლიტიკურ გადაწყვეტას ამ პრობლემის. 2006 წლის ივლისიდან 2008 წლის ივლისამდე სააკაშვილის მიერ ადგილი ჰქონდა მუდმივად იმ ფორმატების დაშლას, რომელიც მოსალაპარაკებლად ჰქონდათ შექმნილი ევროკავშირს, აშშ- ს.

ყველამ იცის, რომ საფრთხეს ქმნის საოკუპაციო ჯარი და საოკუპაციო პატრული, რომელიც იქ დადის. ასეთი მდგომარეობა იქმნება, როცა საფიქრალი გვაქვს, ქართველი პოლიციელი რომ იქ ყოფილიყო, აუცილებლად გამოექომაგებოდა ქართველს თუ არ გამოექომაგებოდა. ეს თემაა საფიქრალი,"- განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, "მოხდა სამწუხარო შემთხვევა, გადასული ადამიანი მოკლეს, მაგრამ სპეციალურად წაყვანილი, წამებით მოკლულები, ათობით სამოქალაქო პირი ჩააბარეს და მოაკვლევინეს ოკუპანტს (წინა ხელისუფლებამ) და ამ თემაზე არასდროს არავის ხმა არ ამოუღია".

"დღეს ამ ადამიანის მკვლელობა არის დანაშაულის შედეგი, რომელიც ჩაიდინა თქვენმა ბელადმა. სწორედ ეგ არის დანაშაული, რომ რუსეთს მიეცი საშუალება ოკუპაციის, რუსეთს გაუვლე საოკუპაციო ხაზი, ადამიანები დატოვე იმ ზონაში, სადაც იცოდი, რომ დახოცავდნენ და დაახოცინე, აი ეს არის დანაშაული. ერთმანეთს არ ვადარებ, ერთი ტანის ორი ხელია,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა