გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ნოემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ნოემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ნოემბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფელბში: ოძისი, ბაქაქურები, ჭაშა და მიმდებარე სოფლებში.

11:45 საათიდან 18:00 საათამდე, აბონენტებს თიანეთში: 9 აპრილის, რუსთაველის, 300 არაგველის, ვაჟა-ფშაველას, სანიკიძის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00 საათიდან 17:00 საათამდე, აბონენტებს თიანეთში და თიანეთის რაიონის სოფლებში: ჟებოტა, ტუშურები, არტანი, გოჯიაანები და მიმდებარე სოფლებში.

14:00 საათიდან 18:00 საათამდე, აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში.

14:00 საათიდან 16:30 საათამდე, აბონენტებს სოფელ დიღომში.

15:00 სააქთიდან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მუხრანი, ქანდა, ქსანი, მისაქციელი, ციხისძირი, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში.

15:00 საათიდან 19:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში.

მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს