ლადო მგალობლიშვილი ევროპის საბჭოს - „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში” მონაწილეობს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ლადო მგალობლიშვილი, სტრასბურგში, ევროპის საბჭოში „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „დემოკრატია და მშვიდობა“ - ამ სლოგანით მიმდინარე ფორუმის მთავარი თემებია: დიალოგის ხელოვნება, კონფლიქტის გადაწყვეტის თანამედროვე მიდგომები, სოციალური თანასწორობა, მშვიდობიანი საზოგადოება და სხვა აქტუალური საკითხები.

ამასთან, ფორუმში, რომელიც ყოველწლიურად იმართება, მონაწილეობენ - პოლიტიკოსები, მეცნიერები, დიპლომატები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები 30 ქვეყნიდან.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს