კახა ოქრიაშვილი - „ოცნება“ არაფერს აკეთებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად და ხალხის დასაცავად, გარდა მცდელობებისა, ოკუპანტის საამებლად აგინოს სტრატეგიულ პარტნიორებს, შემდეგ კი ყველაფერი წინა ხელისუფლებას დააბრალოს

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

“გუშინ რუსმა ოკუპანტებმა მოგვიკლეს კარგი პატრიოტი ქართველი, თამაზ გინტური. პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახსა და ახლობლებს. სამწუხაროდ, სრულიად „ქოცბანდამ“ ეს ამბავი არა რუსებს, არამედ წინა ხელისუფლებას დააბრალა - მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთო. ასეთივე მძიმე მემკვიდრეობა მიიღო წინა ხელისუფლებამ წინისგან და ასე მოვდივართ ერეკლე მეფის დროიდან მოყოლებული და კიდევ უფრო ადრეც.

მთავარია ის, რომ უკვე მეთერთმეტე წელია, „ოცნებაა“ ხელისუფლებაში, რომელიც არაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად და ჩვენი ხალხის დასაცავად, გარდა უშედეგო მცდელობებისა, „შეუძვრეს“ ოკუპანტ ქვეყანას და მათ საამებლად აგინოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროპას და ამერიკას, შემდეგ კი ყველაფერი ისევ წინა ხელისუფლებას დააბრალოს. „ოცნება“ ისეთ უღირს კაცს დაემსგავსა, ქუჩაში რომ ყველა ერევა და გაბრაზებული სახლში ჯავრს საკუთარ ცოლ-შვილზე იყრის.

„ქოცობა“ პარტიის წევრობას აღარ ნიშნავს, ქოცობა მონური შინაგანი მდგომარეობაა და სწორედ ამ მდგომარეობითაა გამოწვეული, რომ მოჭარბებულ აგრესიას ავლენენ საკუთარი ხალხის და განსაკუთრებით ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ.

„ქოცობა“ ტეხავს!”, - აცხადებს ოქრიაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში