თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენცია გაიმართა

4 ნოემბერს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის II სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში შეჯამდა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის საქმიანობა და გაიმართა მასტერკლასები. კონფერენციაზე ასევე განხილული იყო დარგის გამოწვევები, მიღწევები, განვითარების პერსპექტივები და ფიზიკური და სარეაბილიტაციო მედიცინის მნიშვნელობა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

  • საქართველოში სარეაბილიტაციო მკურნალობის მოკლე ისტორიული ექსკურსი - მ. ტაბიძე, მედ. დოქტორი, რეაბილიტოლოგი, კურორტოლოგი
  • თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი - მიღწევები და გამოწვევები - თ. ჩილინგარიშვილი, მედ. დოქტორი, ასოც. პროფ., რეაბილიტოლოგ- კურორტოლოგი
  • სარეაბილიტაციო მიმართულების სახელმწიფო სტრატეგია საქართველოში - ჯანდაცვის სამინისტრო, ფონდი „კურაციო“ (ი.ყამარაული, მ.ჯოხიძე, კ. ზოიძე)
  • სარეაბილიტაციო მკურნალობის ორგანიზება თანამედროვე მსოფლიოში - ე. სანიკიძე, მედ. დოქტ, პროფ., თბკ სამედიცინო ხელმძღვანელი
  • სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება რეაბილიტაცია-აბილიტაციის სფეროში - მიღწევები და გამოწვევები - პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები
  • სახელმწიფო პროგრამები და ფსიქო-სოციალური სერვისები სარეაბილიტაციო მკურნალობაში - მოხსენებები და ადგილზე მუშაობა - გამოცდილების გაზიარება - ე. ჯაფარიძის გუნდი
  • რეაბილიტაცია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს - მოხსენებები და ლ. ავალიანის გუნდის მასტერკლასი
  • რეაბილიტაცია შინაგან ორგანოთა დაავადებების დროს - მოხსენებები და გამოცდილების გაზიარება დასაწყისი

კონფერენციაზე მოწვეულები იყვნენ ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ჯანდაცვის კომიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამედიცინო უნივერსიტეტის, კლინიკებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

(R)

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს