„არა რუსეთს - დაისაჯონ მკვლელები“ - ამ ლოზუნგით აქცია-პერფორმანსი ბათუმშიც გაიმართა

„არა რუსეთს - დაისაჯონ მკვლელები“ , - ამ ლოზუნგით ბათუმში, ევროპის მოედანზე პარტია “ლელო საქართველოს” ორგანიზებით მდუმარე აქცია იმართება.

ევროპის მოედანზე შეკრებილებმა სიმბოლურად სანთლები დაანთეს და საქართველოს დროშა გაშალეს.

შეკრებილები სოფელ კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურნენ.

“ამ ქვეყანაში გვინდა, რომ თავი მშვიდად ვიგრძნოთ, ამ ხელისუფლების პირობებში სამწუხაროდ, ასე არ არის. ჩვენს ტერიტორიაზე უმოწყალოდ გვიხოცავენ მოქალაქეებს. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ დაგმოს, ყველა ტრიბუნა გამოიყენოს, გამოდის და ოპოზიციას ადანაშაულებს, რაც არის გაუგონარი ნაბიჯი, რომელიც ისევ ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული”, - აცხადებს “ლელო საქართველოს” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გენო თებიძე.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა