სასამართლომ 12 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 12 წლის არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სხდომა ხაშურის სასამართლოში დახურულ რეჟიმში ჩატარდა, რადგან საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ინფორმაციით, 4 ნოემბერს, ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით სახლში 12 წლის არასრულწლოვანი მიიყვანა, რომელთანაც სქესობრივი კავშირი დაამყარა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარედგინა (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ).

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს