კახა ქემოკლიძე - „ქართული ოცნება“  სხვა განზომილებაშია - „პრაგმატული პოლიტიკა" დაარქვა იმას, რომ რუსეთს ყველაფერზე თავი დაუკრას და რაც უფრო უკრავს თავს, მით აგრესიულად ექცევიან

„ქართულმა ოცნებამ“ „პრაგმატული“ პოლიტიკა დაარქვა იმას, რომ ყველაფერზე თავი დაუკრას რუსეთს და რაც უფრო უკრავს თავს, მით უფრო აგრესიულად ექცევიან,-ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ქემოკლიძე აცხადებს, რომ ოკუპაციის პირობებში ინციდენტები ხდება, მაგრამ „ყველაზე მძიმე“ არის ის, თუ, რა არის ხელისუფლების მხრიდან პასუხი.

„ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა სხვა განზომილებაშია. რა თქმა უნდა, პრაგმატული პოლიტიკა უნდა გქონდეს, მაგრამ პრაგმატიზმთან ერთად უნდა გქონდეს გათვლილი შენი სტრატეგიული მიზნები და ამოცანები. „ქართულმა ოცნებამ“ „პრაგმატული“ პოლიტიკა დაარქვა იმას, რომ ყველაფერზე თავი დაუკრას რუსეთს და რაც უფრო უკრავს თავს, მით უფრო აგრესიულად ექცევიან. რატომ? იმიტომ რომ მათ რუსეთის საგარეო პოლიტიკა არ იციან. სამწუხაროდ, მილიონი მაგალითი გვქონდა, მაგრამ არაფერს ითვალისწინებენ, განცხადების გამოქვეყნებიდან დაწყებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი განცხადება მანდატს მიღმა იყო. ვერ გაუგიათ, რა სფეროში მუშაობენ. წარმოდგენა არ აქვთ ტექსტი როგორ უნდა დაწერონ.

აღმასრულებელი ხელისუფლების წვრილფეხობა და მსხვილფეხობა სიმაღლის მიხედვით ეწყობიან და რაღაც სისულელეებს იმეორებენ“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

ამასთან, ქემოკლიძის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ზედმეტად ხისტი პოლიტიკა ჰქონდა, რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, ამას „საერთოდ პოლიტიკა არ ჰქვია“ .

„წინა ხელისუფლებას ამ კუთხით ზედმეტად ხისტი პოლიტიკა ჰქონდა. „ქართული ოცნება“ ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში წამოვიდა და საერთოდ პოლიტიკა არ ჰქვია, მათ შორის ჩვენს დროს. რაღაც წარმატებები და წარუმატებლობები დამოკიდებული იყო ინდივიდუალურ პროფესიონალიზმზე და ფიგურებზე. მოლაპარაკების მაგიდაზე ბევრჯერ დამხვედრია „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების განცხადება. ამ დროს დიპლომატიური ჟონგლიორობა მიწევდა, რადგან გვერდი ამევლო ამ უხერხულობისთვის, რათა ჩემი მიზნისთვის მიმეღწია და მაქსიმუმი წამომეღო კონკრეტული შეხვედრიდან. ეს იყო დანაღმულ ველზე სიარული“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში