ლევან ხაბეიშვილი - ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუსულ ოცნებას - მიუხედავად მათი საბოტაჟისა, ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ და ევროპის სურვილმა, საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია, პირველ რაუნდში გაიმარჯვა

ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუსულ ოცნებას, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. მიუხედავად მათი საბოტაჟისა, ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ და ევროპის სურვილმა, რომ საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია, პირველ რაუნდში გაიმარჯვა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი ევროპელები ქართველები არიან, ხოლო მთავარი ევროპული პარტია - „ნაციონალური მოძრაობაა“.

„ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუსულ ოცნებას, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. მიუხედავად მათი საბოტაჟისა, ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ და ევროპის სურვილმა, რომ საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია, პირველ რაუნდში გაიმარჯვა. მე მინდა ეს პირველი წარმატება და ნაბიჯი, რომელიც არ არის საბოლოო და საბოლოოდ ჩვენ უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება რუსულ პარტიაზე, მივულოცო ქართველ ხალხს.

მინდა ასევე მივულოცო უკრაინის მოსახლეობას, უკრაინელ ხალხს, მოლდოველებს, რომლებიც კიდევ უფრო წარმატებულები არიან და გადადგეს უდიდესი ნაბიჯი, რომ გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, მთავარი ევროპელები ვართ ჩვენ, მთავარი ევროპული პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარია ხალხის ურყევი ნება, რომელსაც სურს ევროკავშირში. ახლა ჯერი არის ჩვენზე. ევროპამ გადაწყვიტა და ცხადია, რომ ეს ასეც იქნებოდა, საქართველო არ დატოვოს და მიატოვოს ტერორისტი პუტინის და რუსეთის ამარა, ამიტომ დღევანდელი გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესია”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს