ურსულა ფონ დერ ლაიენი - გაფართოება არის ინვესტირება ჩვენს უსაფრთხოებაში, ვინაიდან ახალი წევრების ინტეგრირება ევროკავშირში იცავს ახალ წევრებს საგარეო თავდასხმებისგან და ახდენს შიდა სტაბილიზებას

გაფართოება, ასევე, არის ინვესტირება ჩვენს უსაფრთხოებაში, ვინაიდან ახალი წევრების ინტეგრირება ევროკავშირში იცავს ახალ წევრებს საგარეო თავდასხმებისგან და ახდენს შიდა სტაბილიზებას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მან იმ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას ახლავს თან.

„რომ შევაჯამოთ, გაფართოება არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკა ევროკავშირისთვის. ეს იყო ჩემი მთავარი შეტყობინება მას შემდეგ, რაც აღნიშნულ პოზიციას ვიკავებ. ეს არის ბუნებრივი ჰორიზონტის გაფართოების მცდელობა ევროკავშირისთვის. იმ ქვეყნების მოქალაქეებს რაც შეეხება, რომლებსაც სურთ, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გეოგრაფია, ისტორია და საერთო ღირებულებები გვაკავშირებს ერთმანეთთან. შესაბამისად, ჩვენს ერთიანობას, ასევე, უნდა ჰქონდეს ძლიერი პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ლოგიკა. ჩვენ ვიხილეთ ბოლო გაფართოების პრეცედენტები, რომელმაც აჩვენა, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრებად იქცნენ, ამან ძალიან დიდი სარგებელი მოიტანა. ასევე, ვხედავთ უახლოესი წევრების მაგალითზე, რომ მათ აქვთ წვდომა ჩვენს ერთიან ბაზარზე. მოქალაქეებს აქვთ იმის საშუალება, რომ იმოგზაურონ ევროკავშირის მასშტაბით. ბიზნესსაწარმოებს აქვთ წვდომა ახალ ბაზარზე და ეს არის ჩვენი ერთიანი ძალისხმევის შედეგი. ევროკავშირისთვის, ასევე, ცალსახა და თვალშისაცემია სარგებელი. ჩვენი ერთიანი ბაზრის გაფართოება რა თქმა უნდა, აძლიერებს ეკონომიკას, ზრდის ჩვენს კონკურენტუნარიანობას. ჩვენი გაფართოების ისტორია იყო ამ უპრეცედენტო ეკონომიკური წარმატების მაგალითი, მაგრამ რომ გადავხედოთ გლობალურ მიდგომას ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, ინტერესი სულ უფრო და უფრო გაიზარდა. ასევე, გაიზარდა ინტერესი ჩვენი სავაჭრო პარტნიორებისგან. გაფართოება ასევე არის ინვესტირება ჩვენს უსაფრთხოებაში, ვინაიდან ახალი წევრების ინტეგრირება ევროკავშირში იცავს ახალ წევრებს საგარეო თავდასხმებისგან და ახდენს შიდა სტაბილიზებას. საერთაშორისო სამართალი მუდმივად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ მიმდინარე მოვლენების გამო. ამიტომ, ევროკავშირში გაერთიანება რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო ხმამაღლა გამოვთქვათ ჩვენი პოზიციები. ეს, ასევე, იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად და ეს ევროკავშირისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში