მჯერა, საქართველო სულ მალე გახდება, ამ დიდი, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი,- ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯომარემ დავით გაბაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო, ისტორიულად, ევროპული ღირებულებების მატარებელია.
„გილოცავთ! ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. ვულოცავ ქართველ ხალხს, ევროპულ გზაზე, კიდევ ერთ გამარჯვებას. საქართველო, ისტორიულად, ევროპული ღირებულებების მატარებელია და მჯერა, სულ მალე გახდება, ამ დიდი, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა დავით გაბაიძემ, რომლის კომენტარსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.