ევროკომისიის ანგარიშის შედეგებზე, იმ პირობებზე, თუ რა პირობებით მიიღო ევროკომისიამ გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო, „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარეს, დიმიტრი ციქტიშვილს ესაუბრა.
- ბატონო დიმიტრი, მოვისმინეთ ევროკომისიის ანგარიში და გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიანიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
ამ თემაზე ბევრი ისაუბრეს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია. ბევრის ნახვა მოვასწარით, შემდეგ დღეებში მას კიდევ უფრო დეტალურად გავეცნობით. გვინდა გთხოვოთ მომხდარის შეფასება და პირველი შთაბეჭდილებების გაზიარება.
- პირველ რიგში, ვულოცავ ყველას, ვისაც გაუხარდა საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანესი და ჩემი აზრით, შეუქცევადი გადაწყვეტილების მიღება. შეუქცევადის იმ თვალსაზრისით, რომ ამ გზის უკან დაბრუნება აღარ შეიძლება. რამდენად სწრაფად მოხდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ეს, რა თქმა უნდა, ყველას, მათ შორის მთავრობის, მოქმედის თუ შემდეგის ძალისხმევისა და პასუხისმგებლობის შედეგი იქნება.
მთელი ტექსტის გაცნობა ვერ მოვასწარი, მაგრამ გავეცანი ევროკომისიის ანგარიშის ძირითად ნაწილს. ზოგადად, ეს შეფასებები არის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური, გარემოს დაცვითი და სხვა საკითხების შესაბამისობაზე ევროკავშირის სტანდარტებთან. საუბარია, სად მეტია სამუშაო, სად ნაკლები და თუ როგორაა ეს ყველაფერი დაკავშირებული ევროკავშირის სტანდარტებთან, რომელიც მომავალში გასათვალისწინებელია.
თუმცა, ყურადღებას იქცევს ის დათქმები, რომლითაც საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამ თვალსაზრისთ მნიშვნელოვანი საკითხები მომხვდა თვალში, რომელიც შედარებით ახალია და მანამდე რეკომენდაციებში არ გვხდებოდა. მხედველობაში მაქვს დეზინფორმაციასთან ბრძოლა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერები.
ეს საკითხები მანამდე ცალკე გამოყოფილი არ იყო, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამ კუთხითაც საქართველო ახლა სხვა გზაზე დგას. პირველ პუნქტში საუბარია ევროკავშირის ღირებულებებზე, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს.
ბოლო პერიოდში ჩვენ თვალს ვადევნებდით იმას, რომ მთავრობა მუდმივად საუბრობდა „ომის პარტიაზე“, „საქართველოსთვის ომის თავს მოხვევაზე“ და ასე შემდეგ. დასავლეთს და მათ შორის ევროკავშირს ბრალდებოდა ის, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდა. ეს საკითხი აშკარად ამას გულისხმობს. ასევე იმგვარ პროპაგანდას, რომელიც რუსეთიდან მოედინება და რომელსაც გზა, სამწუხაროდ, საქართველოშიც მიეცა.
მეორე საკითხი ეხება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და ამ თვალსაზრისით საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესების აუცილებლობას. ეს აშკარად ახალია და იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა გარკვეულწილად აცდენილია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას. აქამდე საქართველოს ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკა სინქრონული ჰქონდა. აქ მინიშნებები აშკარად საკმაოდ საინტერესოცაა, მაგრამ შემაშფოთებელიც და დამაფიქრებელიც.
საქართველოს საგარეო პოლიტიკა გარკვეულწილად აცდენილია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას. აქამდე საქართველოს ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკა სინქრონული ჰქონდა. აქ მინიშნებები აშკარად საკმაოდ საინტერესოცაა, მაგრამ შემაშფოთებელიც და დამაფიქრებელიც
ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გამოითქვა შეფასებები, რომ საქართველოს მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა და ასე შემდეგ, მაგრამ, კრიტიკა რჩება საკმაოდ ფუნდამენტურ საკითხებში. შეიძლება ითქვას, რომ ეს კრიტიკა დიპლომატიური ლექსიკით იყო ნათქვამი. ანუ, მთავრობამ ბევრი რამ კი გააკეთა, მაგრამ, ბევრი რამ არ არის გაკეთებული.
მან საქართველოზე იმით დაიწყო საუბარი, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს ევროპისადმი განსაკუთრებული მისწრაფება. ევროკავშირის პრეზიდენტმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ამ შემთხვევაში, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება საქართველოს ხალხის დამსახურება უფრო დიდია, ვიდრე მთავრობის.
ევროკავშირის პრეზიდენტმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ამ შემთხვევაში, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება საქართველოს ხალხის დამსახურება უფრო დიდია, ვიდრე მთავრობის
შემდეგ მან ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო სისტემა, სადაც ბევრი არაფერია გაკეთებული და გასაკეთებელია. საპარლამენტო ზედამხედველობაზე ბევრია სამუშაო, ასევე უსაფრთხოების საკითხებზე და ასე შემდეგ. კომუნიკაციების მარეგულირებლის მიმართულებით და სიტყვის თავისუფლების კუთხით ბევრია გასაკეთებელი, ასევე ეროვნული ბანკთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკა.
ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ ეროვნული ბანკი მთლად დამოუკიდებელი არ აღმოჩნდა. ასევე სასამართლო, რომელიც დახუნძლულია პრობლემებით და რეფორმებია გასატარებელი.
- რადგან ანგარიშში საუბარია კორუფციასთან ბრძოლის გაუმჯობესებაზე, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ევროკომისია მთლად კმაყოფილი არაა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნითა და საქმიანობით.
- როგორც ჩანს, ეს რეკომენდაცია ბოლომდე შესრულებულად არ ჩაგვითვალეს, რადგან ანტიკორუფციული სამსახური ეფექტურად ვერ მუშაობს, რადგან ის დამოუკიდებელი ინსტიტუტი არაა. მას არა აქვს საგამოძიებო ფუნქცია.
თავად ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა თავიდან მცირე წარმატებად შეიძლება ჩაითვალა, მაგრამ, კორუფციასთან ბრძოლაში ფუნდამენტური პროგრესი მხოლოდ მაშინ იქნება, როცა ეს ორგანო რეალურად იქნება დამოუკიდებელი და შეძლებს რეალური მაღალჩინოსნების კორუფციულ საქმეებზე მასალების დადებას.
- ევროკავშირის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ „ევროკომისია მეტ პროგრესს ელის 12 პუნქტის შესრულებაში“. სწორს ბრძანებთ, მან მართლაც თქვა, რომ მთავრობამ ბევრი გააკეთაო, მაგრამ მეტს ველითო.
ხელისუფლება აცხადებს, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობამ ბევრი გააკეთა, და ევროკომისიის დასკვნა - „ეფუძნება იმ შედეგს, რაც მთავრობამ დადო“.
თუ „შედეგი დავდეთ, ეს 12 პუნქტი ისევ ჰაერშია გამოკიდებული?
- 12 პუნქტიდან მთავარი საკითხები ისევ გადმოტანილია ევროკომისიის ანგარიშში და ამჯერად ფორმულირებულია 9 პირობაში. რა თქმა უნდა, ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღო. ასეა, რადგან შეუსრულებელი 5 პუნქტი დღესაც აქტუალურია. შესაბამისად, ისინი შესრულებულად ვერ ჩაითვალა, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. შეიძლება ითქვას, რომ ევროკომისიამ დიპლომატიურად შერბილებული ფორმები მოძებნა მათზე სასაუბროდ.
ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღო. ასეა, რადგან შეუსრულებელი 5 პუნქტი დღესაც აქტუალურია. შესაბამისად, ისინი შესრულებულად ვერ ჩაითვალა, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. შეიძლება ითქვას, რომ ევროკომისიამ დიპლომატიურად შერბილებული ფორმები მოძებნა მათზე სასაუბროდ
სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით წერია, რომ იუსტიციის საბჭოსა და პროკურატურაში ყოვლისმომცველი რეფორმაა გასატარებელი. და ეს მაშინ, როცა მთავრობა საუბრობს, რომ პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა და ეს საკითხები დასრულებულია. ამ დროს ევროკავშირი გვეუბნება რომ ამ სფეროებში რეფორმები თავიდან გვაქვს გასატარებელი.
სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით წერია, რომ იუსტიციის საბჭოსა და პროკურატურაში ყოვლისმომცველი რეფორმაა გასატარებელი. და ეს მაშინ, როცა მთავრობა საუბრობს, რომ პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა და ეს საკითხები დასრულებულია. ამ დროს ევროკავშირი გვეუბნება რომ ამ სფეროებში რეფორმები თავიდან გვაქვს გასატარებელი
იგივე დეოლიგარქიზაციაზე წერია, რომ გადაიდგა ნაბიჯები, მაგრამ, გასაკეთებელია ბევრი რამ. ასევე საუბარია ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებაზე და ასე შემდეგ. ამ საკითხების იგნორირებას ევროკომისია ვერ შეძლებდა, მათ გადაწყვიტეს საქართველოსთვის მიეცათ სტატუსი, მაგრამ, მას მოაყოლეს პირობები, რაც გახლავთ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებლად შესასრულებელი.
ეს ფუნდამენტური ნაბიჯები ქვეყანამ უნდა გადადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში დავემსგავსებით იმ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 20 წელზე მეტი ხანი აქვს.
- ფაქტია, რომ ქვეყანამ დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ უნდა გადადგას ნაბიჯები. არ უნდა დაიხარჯოს დრო და რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს ის რეკომენდაციები, რომელიც ახლაც გამეორებულია ევროკავშირის ანგარიშში.
გაქვთ განცდა, რომ წლის ბოლომდე დარჩენილ დროში მთავრობა გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ანახებს, რომ საქართველო ევროპულ გზაზე ურყევად დგას?
- ჯერჯერობით, მე არ მოსმენია მომხდარზე ოპოზიციური პარტიების შეფასებები, თუმცა, ამ თვალსაზრისით მათგან სიახლეს არ ველოდები. დარწმუნებული ვარ, ემოციური ფონი იქნება, ყველა პარტია ეცდება თავისი წვლილი წარმოაჩინოს ამ პროცესში. შეიძლება თქვას, რომ ამ პროცესში გარკვეული წვლილი მართლაც ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ შეიტანა. მაგრამ, პირველ რიგში, მომხდარი ხალხის განწყობის დამსახურებაა, როგორც არა ერთხელ ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა.
პირველ რიგში, მომხდარი ხალხის განწყობის დამსახურებაა, როგორც არა ერთხელ ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა
რამდენად შეძლებენ რეფორმების განხორციელებას, მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ამ ხელისუფლებამ სასამართლო რეფორმის განხორციელება მოახერხოს. საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით უფრო შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა, ამას მხარეებს საერთაშორისო კონტექსტიც აიძულებს, მაგრამ, სასამართლოს რეფორმა არის ქართული დემოკრატიის ფუნდამენტი, მათ შორის პროკურატურის ნაწილში. მგონია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“ არ აქვს რესურსი ამ სფეროებში განახორციელოს რეფორმები. ჩემი აზრით, ხელისუფლება ამ სფეროებში თავის მიერ შექმნილი სისტემის ტყვეობაშია.
სასამართლოს რეფორმა არის ქართული დემოკრატიის ფუნდამენტი, მათ შორის პროკურატურის ნაწილში. მგონია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“ არ აქვს რესურსი ამ სფეროებში განახორციელოს რეფორმები. ჩემი აზრით, ხელისუფლება ამ სფეროებში თავის მიერ შექმნილი სისტემის ტყვეობაშია
თუ იქნება მაკონტროლებელი ორგანოების დამოუკიდებლობა, ავტომატურად მოიხსნება დეოლიგარქიზაციის პრობლემა. თუ ოლიგარქს აქვს შესაძლებლობა გააკონტროლოს სასამართლო პროკურატურა, ასეთ შემთხვევაში გადადის სიტუაცია ოლიგარქიულ მმართველობაში.
ამ რეკომენდაციების შესასრულებლად ჩვენ კონკრეტული ვადები არ გვექნება. ბოსნია-ჰერცოგოვინასაც ჰქონდა სტატუსი, მაგრამ, ვერ გადავიდა შემდეგ ნაბიჯზე და ვერ მიიღო გაწევრიანების გეგმა, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ. თუ რეალურად არ ვიმოქმედეთ, შესაძლოა, ჩვენ ძალიან დიდხანს გაგვიგრძელდეს კანდიდატის სტატუსში ყოფნა.
ჩვენი საზოგადოების ვალდებულებაა ზემოქმედება მოახდინოს მთავრობაზე და პოლიტიკოსებზე, რომ მათ გაითვალისწინონ ევროკომისიის ანგარიში და რეალური ნაბიჯები გადადგან მათ შესასრულებლად.
ვიმეორებ, ევროკომისიის ანგარიშში ძალიან ბევრი დიპლომატიური გზავნილია ჩადებული, არის კრიტიკაც და ორივე მხარემ, ხელისუფლებამ უფრო მეტად, მაგრამ, ოპოზიციამაც უნდა დაინახოს ამ პროცესში თავისი წვლილი და როლი.
საქართველოსთან მიმართებაზე ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ ევროკომისიამ დაინახა საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფება. ამგვარი შეფასება, არცერთ ქვეყანასთან მიმართებაში არ თქმულა.
ევროპამ დაინახა ხალხის დამოკიდებულება „აგენტების კანონის“ და კიდევ სხვა თემებთან დაკავშირებით და ამან დიდწილად განაპირობა წარმატება და არა იმან, რომ ხელისუფლებამ შეასრულა მოთხოვნები, რომელიც, აღმოჩნდა, რომ დიდწილად არ არის შესრულებული.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი