ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი მძიმედ დაშავდა, იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა.
“ორივე მძიმედ იყო დაშავებული, კლინიკაში გადაიყვანეს, სამწუხაროდ ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა”, - აღნიშნეს თვითმხილველებმა.
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.