ილია ვერძაძე - საქართველო იყო და არის ევროპული სივრცის ორგანული ნაწილი და ამ მოცემულობას ვერავინ შეცვლის

პირველ რიგში, მინდა მივულოცო ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული კიდევ ერთი გამარჯვება და მადლობა გადავუხადო მათ მხარდაჭერისთვის. ეს არის დიდი ძალისხმევისა და შრომის, ასევე ქართველი ხალხის სიბრძნის შედეგი, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნების“ ფრაქციიდან, ილია ვერძაძემ განაცხადა.

ვერძაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც „ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და არ დაუშვა, იმ სიბინძურისა და დესტრუქციის წახალისება, რომელსაც ქართული ოპოზიციის ნაწილი აწარმოებდა და რომელშიც, სამწუხაროდ, ჩართული იყვნენ სხვა, მათ შორის, უცხოელი პოლიტიკოსები.“

მისი თქმით, ოპოზიციამ მორიგი კრახი განიცადა და ქართველი ხალხის გამარჯვება, სწორედ, ხელისუფლების სწორ პოლიტიკაზე გადის.

„მათი, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რომლებიც ბოლოს ვერც კი შენიღბეს, წარუმატებელი აღმოჩნდა.

საქართველო იყო და არის ევროპული სივრცის ორგანული ნაწილი და ამ მოცემულობას ვერავინ შეცვლის. ოპოზიციამ კრახი განიცადა მაშინვე, როგორც კი, ამ საკითხის მანიპულირებით ქულების დაწერა დააპირა და ყოვლად ბინძური და მიუღებელი ფორმით დაიწყო ამ პროექტის განხორციელება. ვერც კი გათვალეს, რომ ეს იყო მათი პოლიტიკური სასაფლაოსკენ მიმავალი გზა. დასანანია, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი ხელისუფლება, როგორიც „ნაცმოძრაობა“ იყო. უფრო მეტად სამწუხაროა, რომ კიდევ დაბრუნებას ცდილობენ.

ქართველი ხალხი უფრო ადრეც იმსახურებდა ევროპულ გზაზე წარმატებებს, მაგრამ ეს, მხოლოდ 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ მოსული ხელისუფლების - „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში გახდა შესაძლებელი“, - აღნიშნა ილია ვერძაძემ, რომლის კომენტარსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს