დავით შერაზადიშვილმა და გოგი მეშველიანმა წარჩინებულ მოსწავლეებს ლეპტოპები გადასცეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს ლეპტოპები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩუქარი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა პირადად გადასცეს და მიღწეული წარმატება მიულოცეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიება საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ია სვანიძის ორგანიზებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ასევე, ლეპტოპების გადაცემას საჯარო სკოლის დირექტორები და წარჩინებული მოსწავლეების მშობლები ესწრებოდნენ.

ბოლნისის მერიის ცნობით, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, ლეპტოპები საბაზო საფეხურის 40-მა კურსდამთავრებულმა მიიღო.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება