ბაკურიანში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია დაასრულა.

უწყების ცნობით, პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შესრულდა და მისმა ღირებულებამ 10.2 მილიონი ლარი შეადგინა.

„ცენტრალური პარკის დასრულებული სამუშოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის საერთო ფართობი 8 ჰექტარია. პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. რეკრეაციულ პარკში შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს გახდის პარკში დროის გატარებას, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ისე დაბის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის.

პარკის ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებისა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე.

გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა ბაკურიანში 150 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებს.

ასევე, დასრულების ეტაპზეა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე პროექტები, რომლის სამუშაოები, მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები უკვე დასრულებულია ბორჯომის, 9 აპრილის, თავისუფლების, მთის, რუსთაველის, აღმაშენებლის ქუჩებზე. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები, ჭიშკრები და გარე განათების სისტემა. დასკვნით ფაზაშია მეორე ეტაპით დაგეგმილი სახლების რეაბილიტაცია 9 აპრილის, ბორჯომის, თავისუფლების და აღმაშენებლის ქუჩებზე.

დაბა ბაკურიანში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები კურორტს უფრო მეტად კომფორტულს გახდის ვიზიტორებისა და სტუმრებისთვის წელიწადის ოთხივე სეზონზე.

პროგრამა ,,განახლებული რეგიონები“ და ბაღის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 20.2 მილიონი ლარია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით