ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვულოცავ საქართველოსა და ჩემს კოლეგას, ილია დარჩიაშვილს ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე რეკომენდაციის გაცემას

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოსე მანუელ ალბარესი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს ულოცავს.

ამის შესახებ ხოსე მანუელ ალბარესი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„ვულოცავ საქართველოსა და ჩემს კოლეგას, ილია დარჩიაშვილს ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე რეკომენდაციის გაცემას. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპულ გზაზე, რომელსაც ესპანეთი მტკიცედ უჭერს მხარს“, - ნათქვამია ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიმართვაში.

თავის მხრივ, აღნიშნულს სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გამოეხმაურა და ხოსე მანუელ ალბარესს მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი ხოსე მანუელ ალბარესს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას და იმ ფაქტს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოს ესპანეთის თავმჯდომარეობის დროს იქნა მიღებული. ჩვენ ვრჩებით ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული“, - წერს დარჩიაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ