ზუგდიდის მერია ევროკავშირის პროექტის #EU4Culture ფარგლებში კონკურსს აცხადებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ევროკავშირის პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ზუგდიდში შემოქმედებითი სივრცეების და კლასტერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსს აცხადებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, კონკურსი ითვალისწინებს ორ მიმართულებას:

ზუგდიდის შემოქმედებითი კლასტერებისა და სივრცეების განვითარება, ასევე ამ მიზნისთვის შემოქმედებითი კლასტერების ალიანსის „შემოქმედებითი ზუგდიდი" დაარსება/ხელშეწყობა.

მიმართულების ბიუჯეტი: 8 400 ლარი

ასევე, შემოქმედებითი, მულტიფუნქციური სახელოვნებო სივრცის „ზუგდიდის არტ კომბინატის" დაარსება/ ხელშეწყობა.

მიმართულების ბიუჯეტი: 12 700 ლარი

მათივე ცნობით, საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 10 ნოემბრიდან 2023 წლის 10 დეკემბრამდე მერიაში, მისამართზე: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N90 მატერიალური სახით ან მერიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - zugdidismeria@gmail.com ელექტრონული დოკუმენტის სახით.

„დამატებითი ინფორმაცია და ფორმულარები, იხილეთ შემდეგ ბმულებზე

კონკურსის დებულება: https://rb.gy/62nl3o

კონკურსის პირობები და დაფინანსების წესი: https://rb.gy/jiislc

დანართი N1 - განცხადების ფორმა: https://rb.gy/9ghr2y

დანართი N2 - საპროექტო განაცხადი: https://rb.gy/7rnnug

დანართი N3 - დაზუსტებული ინფორმაცია: https://rb.gy/i59csf

დანართი N4 - შესრულების ანგარიში: https://rb.gy/1iv3l7“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში