ალეკო ელისაშვილი - ბარიერზე ხვეწნას არ დავუწყებ, მაგრამ „ქართული ოცნება“ გვაჩვენებს, რომ არის გადამგდები - ჩვენნაირი ხალხი არ უნდათ პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობა“ მათთვის იდეალური ოპონენტია

ბარიერზე ხვეწნას არ დავუწყებ, მაგრამ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ არის უპირო და გადამგდები - ჩვენნაირი ხალხი არ უნდათ პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნებისთვის“ იდეალური ოპონენტია, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ინტერესია პარლამენტში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ჰყავდეს ოპონენტად და ბარიერს არ დაწევს იმის მიუხედავად, რომ დაპირება არაერთხელ გასცა.

„ქართული დემოკრატიისთვის უკეთესია ბარიერი იყოს დაბალი, მე მათ ხვეწნას არ დავუწყებ, თუმცა ამით „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ არის უპირო და გადამგდები. ჩვენთან ჰქონდათ მემორანდუმები გაფორმებული, დაბალი ბარიერი ეწერა, შემდეგ დაპირება იყო მიშელის დოკუმენტში. დაპირება იყო ასევე, რომ სტატუსს თუ მოგვცემენ, დავწევთო და საკონსტიტუციო ცვლილებას ვუყარეთ კენჭი 2-პროცენტიანი ბარიერით. ახლა „ქართულ ოცნებას“ უნდა ყველა გადააგდოს, უნდა, რომ მომდევნო პარლამენტში მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ ჰყავდეს, რადგან იდეალური საჩუქარი და ოპონენტია „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნებისთვის“. რაც არ უნდა აკრიტიკოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ყოველთვის მიუბრუნდება და ეტყვის, რომ 9 წელში ეს გაქვთ გაკეთებული და მართლა ბევრი საძაგლობა აქვთ გაკეთებული. ამიტომ სჭირდებათ მაღალი ბარიერი, რომ სხვები იქ არ იყვნენ, მაგალითად, ღარიბაშვილმა რომ „მარშრუტკასავით“ გაიგდო ის თვითმფრინავი და შვილი უნივერსიტეტში თვითმფრინავით წაიყვანა, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ამაზე აკრიტიკებდა, მიუბრუნდნენ და უარესები უთხრეს, აღარ მომაყოლინოთ ახლა, რა წარმომავლობის და შინაარსის ქალებს დაარბენინებდა სააკაშვილი იმ თვითმფრინავით, მაგრამ მე ამას ვერ მეტყვის, მე არც ის მომწონდა და არც ეს არ მომწონს. ამიტომ არის, რომ ჩვენნაირი ხალხი არ უნდათ პარლამენტში, რომელიც საქმეზე ელაპარაკება,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში